MS-DOS

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

MS-DOS (ინგლ. Microsoft Disk Operating System — დისკური საოპერაციო სისტემა) — კომერციული საოპერაციო სისტემა Microsoft-ისაგან IBM PC-თავსებადი პერსონალური კომპიუტერებისათვის. MS-DOS — ყველაზე გავრცელებული სისტემაა DOS ოჯახიდან. დროთა განმავლობაში იგი შეცვალა Windows 9x და Windows NT სისტემების ოჯახმა.

MS-DOS შეიქმნა 1981 წელს, არსებობს მისი რვა სრული და ოცამდე სუბვერსია. 2000 წელს Microsoft-მა შეწყვიტა მისი განვითარება. ის წარმოადგენდა ამ კომპანიის მთავარ პროდუქტს 15-20 წლის განმავლობაში, რაზეც უამრავი პროგრამა შეიქმნა.

ბოლო მუშა ვერსიაა 6.22, MS-DOS სისტემის ჩამტვირთავად მუშაობს Windows 95-ში (ვერსიები 7.0 და 7.1), Windows 98-ში (ვერსია 7.1) და Windows ME-ში (ვერსია 8.0).

Remove ads

ისტორია

Thumb
MS-DOS 5.0-ის საინსტალაციო დისკეტები

1980 წელს ტიმ პეტერსონმა შექმნა QDOS (ინგლ. Quick-and-Dirty Operating System). მისი მეორე სახელია 86-DOS, რადგან Intel 8086 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ის ჰგავდა CP/M სისტემას, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ განსხვავებული ფაილების სისტემა ჰქონდა. Microsoft-მა მისი ლიცენზია 50000 დოლარად შეიძინა და გადასცა IBM კომპანიას 1980 წელს,ხოლო 1981 წლის ივლისში უკან გამოისყიდა 80000 დოლარად.

პირველი MS-DOS ბევრ შეცდომას შეიცავდა. მათ ასწორებდნენ IBM-ის პროგრამისტები. ამის შედეგად შეიქმნა PC DOS, მოგვიანებით ეს სისტემები გააერთიანეს (მეექვსე ვერსიამდე მათი განსხვავება რთული შესამჩნევია). PC DOS აყენებდნენ IBM-ის ორიგინალურ კომპიტერებზე, ხოლო MS-DOS სხვა მოწყობილობებზე.

Remove ads

ვერსიების ისტორია

მეტი ინფორმაცია ვერსია, თარიღი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads