Main Theme

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

Main Theme“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ინსტრუმენტული კომპოზიცია ალბომიდან More.[2][3] გამოვიდა, როგორც სინგლის „The Nile Song“ b-მხარე.

სწრაფი ფაქტები სინგლი — პინკ ფლოიდი, ალბომიდან More ...
Remove ads
Remove ads

სტრუქტურა

კომპოზიცია იწყება გონგის ხმაურით, რომელიც მთელი ხუთი წუთისა და 20 წამის განმავლობაში მიჰყვება ნომერს. დაახლოებით 00 წთ 30 წამზე ძლიერდება ორგანის ხმა, რომელიც ქრება 1 წთ 12 წამზე და ადგილს უთმობს დასარტყმელი საკრავებისა და ბას გიტარის მძლავრ სეკვენციას, რომელიც ჰგავს სიმღერას Let There Be More Light, თუმცა უფრო ნელი ტემპით სრულდება. 1 წთ 20 წამზე მატულობს სინთეზატორის ხმა და ჟღერს ნოტების თავისუფალი თანმიმდევრობა, ხოლო 2 წთ 10 წამზე ორგანიდან გაისმის მელოდიური ნოტები. სინთეზატორის ხმა გატარებულია სპეციალურ ხმოვან ფილტრში ვა ვა. ამასობაში სლაიდ გიტარაზე სრულდება კომპოზიციის ცენტრალური ნაწილის რამდენიმე ნოტი.

Remove ads

დეტალები

CD-ზე ნიკ მეისონის სახელი გარკვეული პერიოდით ამოღებული იყო თანაავტორების სიიდან.

1970 წელს კომპოზიცია რამდენიმეჯერ შესრულდა კონცერტებზე, ერთხელ - 14 წუთის ხანგრძლივობით.

პერსონალი

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads