Sega Mega Drive

From Wikipedia, the free encyclopedia

Sega Mega Drive
Remove ads

Sega Mega Drive (იაპონ. メガドライブ), ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი როგორც Sega Genesis — 16 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა კომპანია Sega-მ. Mega Drive იყო სეგას რიგით მესამე კონსოლი და Master System-ის მემკვიდრე. თავდაპირველად კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1988 წელს Mega Drive-ის სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ, 1989 წელს Sega Genesis სახელით გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში. კონსოლს ევროპაში Mega Drive-ს სახელწოდების ქვეშ ავრცელებდა კომპანია Virgin Mastertronic, ავსტრალიაში – Ozisoft, ხოლო ბრაზილიაშიTecToy. სამხრეთ კორეაში Super Gam*Boy-ის სახელით (მოგვიანებით Super Aladdin Boy) დისტრიბუციას უწევდა Samsung.

სწრაფი ფაქტები Mega Drive / Sega Genesis, მწარმოებელი ...

კონსოლი შეიქმნა კვლევითი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰიდეკი სატო და მასამი ისიკავი[4]. კონსოლი ძირითად პროცესორად გამოიყენებდა Motorola 68000-ს[5], ხოლო მეორად პროცესორად — Zilog Z80. კონსოლს ჰქონდა 900-ზე მეტი ვიდეო თამაშის მხარდაჭერა, შექმნილი Sega-სა და სხვადასხვა მესამე პირის დეველოპერების მიერ და ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. Mega Drive უკუთავსებადია Sega Master System-თან. მას ასევე გააჩნდა სხვადასხვა პერიფერიებისა და ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა.

იაპონიაში Mega Drive-მა ვერ შეძლო Super Famicom-ისა და PC Engine-სთვის კონკურენციის გაწევა.[6], თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და ბრაზილიაში. მისი წარმატება განაპირობა მასზე პორტირებულმა არკადულმა თამაშებმა, ასევე Mega Drive-ის ექსკლუზივმა „Sonic the Hedgehog“ და რამდენიმე სპორტული თამაშების სერიამ. Super Nintendo Entertainment System გამოსვლის შემდეგ, აშშ-სა და ევროპის ბაზრის დასაპყრობად Mega Drive-სა და SNES-ის შორის გაიმართა კონკურენცია, რამაც გამოიწვია სხვა 16 ბიტიანი კონსოლების ბაზრიდან გამოდევნა. ამ პერიოდს ჟურნალისტები და ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც „კონსოლების ომს“.

აშშ-ში საერთაშორისო პოლემიკამ თამაშებში ძალადობასთან დაკაშირებით (მაგალითად როგორიც არის „Night Trap“ და „Mortal Kombat“), სეგას აიძულა შეექმნა მსოფლიოში პირველი სათამაშო კონტენტის ექსპერტიზის სისტემა „Videogame Rating Council“ (Entertainment Software Rating Board-ის წინაპარი) ამ სისტემის შეფასებების მოხმარება, Sega-ს აძლევდა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას Nintendo-ს თამაშებთან მიმართებაში. ამ ფაქტმა აიძულა ნინტენდოს თავადაც შეერთებოდა Video Rating Council-ს.

მსოფლიოს მასშტაბით სულ გაიყიდა კონსოლის 30.75 მილიონი ასლი[7]. დამატებით, Tec Toy-მ ბრაზიალიაში გაყიდა 3 მილიონი ასლი[8][9], Majesco-მ – 1.5 მილიონი აშშ-ში, ხოლო Samsung-მა - Majesco-სთან შედარებით მცირე რაოდენობით სამხრეთ კორეაში. კონსოლი დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას ფანებს, კოლექციონერებსა და რეტროგეიმერებს შორის[10]. 2015 წელს ლიცენზირებული ხელახალი გამოცემის გაყიდვები დაიწყო ჩრდილოეთ ამერკისა და ევროპაში. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ინდი-დეველოპერი, რომელიც ქმნის თამაშებს აღნიშნული სისტემისთვის. სისტემის ბევრი თამაში ხელახლა გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე, რომლის გადმოტვირთვა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან, მათ შორის არის: Virtual Console, Xbox Live Arcade, PlayStation Network და Steam. 1994 წლის 22 ნოემბერს სეგამ გამოსცა რიგით მეოთხე კონსოლი Sega Saturn.

Remove ads

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads