Super Nintendo Entertainment System

From Wikipedia, the free encyclopedia

Super Nintendo Entertainment System
Remove ads

Super Nintendo Entertainment System (აბრევიატურა Super NES ან SNES, შემოკლებით Super Nintendo) — არის 16 ბიტიანი ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული Nintendo-ს მიერ. კონსოლი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გამოვიდა 1990 წელს, 1991 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1992 წელს ევროპასა და ავსტრალიაში (ოკეანია), ხოლო 1993 წელს სამხრეთ ამერიკაში. იაპონიაში ამ სისტემას ეძახიან Super Famicom ან შემოკლებით - SFC. სამხრეთ კორეაში იგი ცნობილია Super Comboy-ით, სადაც დისტრიბუცია გაუწია Hyundai Electronics-მა.

სწრაფი ფაქტები სხვა სახელწოდებები, მწარმოებელი ...

SNES არის ნინტენდოს მიერ შემუშავებული რიგით მეორე კონსოლი. მისი წინამორბედი არის Nintendo Entertainment System (NES, რომელიც გამოიშვებოდა იაპონიაში სახელწოდებით Famicom ). SNES-ში წარმოდგენილი არის გაუმჯობესებული გრაფიკული და აუდიო შესძლებლობები იმ დროში არსებულ სხვა კოსნოლებთან შედარებით. ამას გარდა, დამატებითი ჩიპების შემუშავება, რომლებიც თავსდებოდნენ თამაშის კარტრიჯებში შესაძლებლობას აძლევდა ყოფილიყო კონკურენტუნარიანი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო ბაზარზე გამოვიდოდა ახალი თაობის სათამაშო კონსოლი.

კონსოლმა მოიპოვა დიდი პოპულარობა უამრავ ქვეყანაში და იქცა 16 ბიტიან ყველაზე მეტად გაყიდვად კონსოლად, მიუხედავად Sega-ს კონკურენციისა ჩრდილოეთ ამერიკაში. SNES არ კარგავდა პოპულარობას 32 ბიტიანი კოსნოლების გამოსვლის შემდეგაც გულშემატკივრებს, კოლექციონერებსა და ენთუზიასტებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ნინტენდომ შეწყვიტა მისი მხარდაჭერა.

Remove ads

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads