Namco

From Wikipedia, the free encyclopedia

Namco
Remove ads

Namco Limitedიაპონური მრავალეროვნული ვიდეო თამაშებისა და გასართობების მწარმოებელი კომპანია. ის მართავდა ვიდეო არკადებსა და გასართობ პარკებს, აწარმოებდა ვიდეო თამაშებს, ფილმებს, სათამაშოებსა და არკადულ აპარატურას. Namco იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანია მონეტებზე მომუშავე არკადული თამაშების ინდუსტრიაში. მან შექმნა განთქმული ფრანჩიზები, როგორებიცაა „Pac-Man“, „Galaxian“, „Tekken“, „Tales“, „Ridge Racer“ და „Ace Combat“.

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...

დაარსდა 1955 წელს ტოკიოში.[1][2] სახელი Namco მომდინარეობს Nakamura Manufacturing Company-დან, Namco-ს დამფუძნებელ მასაია ნაკამურას გვარიდან. 1960-იან წლებში Nakamura Manufacturing აწარმოებდა ელექტრომექანიკურ არკადულ თამაშებს, მათ შორის 1965 წლის პოპულარულ თამაშს – „Periscope“. ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში კომპანია მას შემდეგ შევიდა, რაც 1974 წელს Atari-ის იაპონური განყოფილება შეიძინა და იაპონიაში ავრცელებდა ისეთ თამაშებს, როგორიცა „Breakout“.[3] კომპანიას სახელი Namco 1977 წელს ეწოდა.[2][4] ერთი წლის შემდეგ გამოუშვა არკადული თამაში „Gee Bee“. Namco-ს პირველ მნიშვნელოვან თამაშებს შორის იყო ფიქსირებული შუტერი „Galaxian“ (1979), რასაც მოჰყვა ლეგენდარული „Pac-Man“ 1980 წელს. Namco-ს აღზევება არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანაში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოვიდა მისი პოპულარული თამაშები: „Galaga“, „Xevious“ და „Pole Position“.

Namco საშინაო ბაზარზე 1984 წელს შევიდა, როდესაც თავისი არკადული თამაშები MSX-სა და Nintendo Family Computer-ზე გადაიტანა. მოგვიანებით კი მოიცვა სხვა პლატფორმები, მაგ., Sega Genesis, TurboGrafx-16 და PlayStation. 1990-იან წლებში ის განაგრძობდა განთქმული თამაშების წარმოებას, მათ შორის იყო „Ridge Racer“, „Tekken“ და „Taiko no Tatsujin“. თუმცა, იაპონიის ეკონომიკის გაუარესებამ და არკადული ბაზრის შემცირებამ მას ფინანსური სირთულეები შეუქმნა.

2006 წელს Namco გაერთიანდა Bandai-სთან. შედეგად ჩამოყალიბდა Bandai Namco Holdings.[5][6] Namco-ს ბრენდი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, კვლავ ინარჩუნებს თავის სახელს ვიდეო არკადულ და სხვა გასართობ პროდუქტებში. Namco-ს ვიდეო თამაშების განყოფილება შვილობილ კომპანია Bandai Namco Entertainment-ში გაერთიანდა.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads