Next Generation
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„Next Generation“ — ამერიკული ყოველთვიური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა 1995-2002 წლებში კომპანია Imagine Media-ს მიერ (დღეს Future US).[2] „Next Generation“ მჭიდროდ თანამშრომლობდა ბრიტანულ ვიდეო თამაშების ჟურნალ Edge-თან.
„Next Generation“ თავდაპირველად აშუქებდა სიახლეებს 32-ბიტიანი კონსოლების თამაშების შესახებ, როგორებიცაა 3DO, Atari Jaguar და იმ დროისთვის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი Sony PlayStation და Sega Saturn. კონკურენტების, „GamePro“-სა და „Electronic Gaming Monthly“-სგან განსხვავებით, ჟურნალი სხვა სამიზნე აუდიტორიაზე იყო გათვლილი და ფოკუსირებული იყო არა ცალკეულ თამაშებზე, არამედ თავად თამაშების ინდუსტრიაზე.
2005 წელს, Future Publishing USA-მა „Next Generation“-ის ბრენდი Next-Gen.biz საიტის სახით აღადგინა. მისი შინაარსი ბეჭდური ჟურნალის მსგავსი იყო და მასში ხშირად იბეჭდებოდა მისი დობილი ჟურნალის „Edge“-ის სტატიებიც. 2008 წლის ივლისში Next-Gen.biz-ის საიტი Edge-Online.com-ად გადაკეთდა.[3]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads