Nintendo Power
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Nintendo Power — იყო ყოველთვიური ამერიკული ვიდეო თამაშების ჟურნალი. დაარსდა 1988 ივლისს. თავდაპირველად გამოსცემდა Nintendo-ს ამერიკული ქვედანაყოფი, ხოლო მოგვიანებით ჟურნალის საავტორო უფლებები შეიძინა კომპანია Future US-მა (Future plc-ის შვილობილი კომპანია[1]). ჟურნალი აქვეყნებდა სიახლეებს, რეცენზიებს, მიმოხილვებს, პრევიუებს, ასევე სხვადასხვა რჩევებსა და მინიშნებებს ვიდეო თამაშების შესახებ.
ყოველწლიურად ჟურნალის თანამშრომლები ატარებდნენ კონკურსს, რისი მეშვეობითაც, ხმის მიცემის საფუძველზე ავლენდნენ წლის საუკეთესო თამაშს (კონკურსში მონაწილეობდა მხოლოდ ნინტენდოს პლატფორმებზე არსებული თამაშები). ასევე, სხვადასხვა დროში ჟურნალი უშვებდა კომიკსებს, რომლებიც ეძღვნებოდა ისეთ პოპულარულ თმაშებს, როგორებიც არის Battlletoads, Super Metroid, Pokemon და სხვა.
პირველი ნომერი გამოვიდა 1988 წლის ივლის-აგვისტოში და ეძღვნებოდა Super Mario Bros 2-ს გამოსული Nintendo Entertainment System-ისთვის. 2012 წლის დეკემბერს ნინტენდოს მიერ გახდა ცნობილი საიტის დახურვის შესახებ.[2][3] 2012 წლის 11 დეკემბერს გამოიცა უკანასკნელი ნომერი, რის შემდეგაც ჟურნალის გამოშვება შეწყდა.[4]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- Nintendo Power (ინგლისური) — ოფიციალური საიტი
- სტატია პირველი ნომრის შესახებ[მკვდარი ბმული] (ინგლისური)
- სტატია საიტზე Retromags დაარქივებული 2009-06-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
