On an Island
დეივიდ გილმორის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
On an Island — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის მესამე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 2006 წლის 6 მარტს, გილმორის 60-ე დაბადების დღეზე. აშშ-ში ალბომი გამოიცა მეორე დღეს.
კანადაში ალბომი პლატინის სტატუსით აღინიშნა, 100 000 გაყიდული ასლისათვის.[7]
Remove ads
ალბომი
ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ: ჯულს ჰოლანდი, დეივიდ კროსბი, გრემ ნეში, რიჩარდ რაიტი, გაი პრეტი, ბობ კლოუზი (პინკ ფლოიდის გიტარისტი 1964 წელს) და სხვები. ალბომის პროდიუსერია ჯგუფის Roxy Music მონაწილე ფილ მანზანერა. იგი, ისევე, როგორც რიჩარდ რაიტი, შეუერთდა დეივიდს საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას.
ორკესტრის არანჟირებაზე იმუშავა პოლონური ფილმების მუსიკის კომპოზიტორმა ზბიგნევ პრაისნერმა, ორკესტრის დირიჟორი კი არის რობერტ ზიგლერი.
ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე სიმღერამ Smile გაიჟღერა დეივიდ გილმორის კონცერტებზე როიალ-ალბერტ ჰოლში.
ალბომის განსხვავებულ გამოცემაში შესულია დამატებითი კომპოზიცია Island Jam, რომელიც უფასო ჩამოტვირთვისათვის იყო გამოტანილი დეივიდ გილმორის ოფიციალურ საიტზე.
ალბომიდან გამოიცა ორი სინგლი - On an Island და Smile. ორივე მოხვდა ბრიტანული ჩარტების #72 პოზიციაზე. On an Island ასევე მოხვდა ბილბორდის მეინსტრიმული როკ-სიმღერების ჩარტის #27 პოზიციაზე.[8]
2006 წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა, დამატებითი DVD დისკით.
2009 წელს რადიოსადგურმა Planet Rock On an Island დაასახელა ჯგუფის ყოფილი წევრის მიერ გამოცემულ საუკეთესო სოლო-ალბომად.
Remove ads
სიმღერების სია
Remove ads
ტურნე
ალბომის პრომო-ტურნეს ფარგლებში დეივიდის საკონცერტო ბენდში შედიოდნენ: რიჩარდ რაიტი, ფილ მანზანერა და გაი პრეტი. ტურნეში ასევე მონაწილეობდნენ მუსიკოსები დიკ პერი (საქსოფონი) და ჯონ კერინი (კლავიშებიანი საკრავები). გდანსკის კონცერტი გაიმართა ორკესტრის თანხლებით, რაშიც მონაწილეობდა კომპოზიტორი ზბიგნევ პრაისნერი. ლონდონის უკანასკნელ კონცერტებზე ბენდს შეუერთდა ნიკ მეისონი. ლონდონის შოუებზე ასევე გამოჩნდა დეივიდ ბოუი, რომელმაც Comfortably Numb და Arnold Layne შეასრულა (უკანასკნელი სინგლის სახითაც გამოიცა). დეივიდ კროსბი და გრემ ნეში (რომლებიც სტუდიურ დისკზეც მუშაობდნენ) ცოცხლად ასრულებდნენ რამდენიმე სიმღერას. ლონდონური კონცერტები გამოვიდა DVD დისკზე Remember That Night, ხოლო გდანსკის კონცერტი - ალბომისა და DVD დისკის Live in Gdańsk სახით.
პერსონალი
|
|
Remove ads
ჩარტები
სერტიფიცირებები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads