PSP
ქართული ფარმაცევტული კომპანია From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
PSP (პე-ეს-პე, პსპ) — ქართული ფარმაცევტული კომპანია. კომპანიის სახელწოდება PSP ლათინური გამონათქვამის „Paulatim Summa Petuntur“ აბრევიატურაა. ანდაზის ქართული თარგმანია „ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ“. კომპანიის სლოგანია „ჩემი ოჯახის აფთიაქი“.
Remove ads
ისტორია
კომპანია 1994 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და ევროპული ფარმაცევტული საწარმოების მედიკამენტების პირველი დისტრიბუტორი გახდა საქართველოში.
კომპანია
PSP ჯგუფში შედის: „პსპ ფარმა“ (სააფთიაქო ქსელი და სადისტრიბუციო საწყობი), ქართული ფარამაცევტული საწარმო „ჯი-ემ ფარმა“ (GM Pharma) , მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ და სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ (15 წელი ოპერირებდა „პსპ დაზღვევის“ სახელით). ჯგუფში 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
PSP საქართველოში მსოფლიოს 300-ზე მეტი ფარმაცევტული მწარმოებლის მედიკამენტის დისტრიბუტორია. კომპანიის პარტნიორები არიან საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტის GMP-ის სტანდარტის მფლობელი მწარმოებლები.
ფართო სააფთიაქო ქსელი მოიცავს 400-მდე აფთიაქს საქართველოს ყველა რეგიონსა და დედაქალაქის უბნებში. მომხმარებელს სთავაზობს მედიკამენტებს, საკვებ დანამატებს, ჰიგიენის, კოსმეტიკის, პაციენტისა და ბავშვთა მოვლის პროდუქციას.
PSP ერთადერთი ფარმაცევტული ქსელია ამიერკავკასიაში, რომელიც სრულად ფლობს გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაციის “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group” ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატს ISO 9001:2000 / ISO 9001:2008. კომპანიამ აგრეთვე წარმატებით გაიარა საკონტროლო აუდიტები.[1]
2014 წელს შექმნა პირველი ონლაინ აფთიაქი საქართველოში www.psp.ge, ხოლო 2015 წელს საკუთარი მობილური აპლიკაცია PSP APP, რომლითაც დედაქალაქის და ქვეყნის დიდი ქალაქების მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის ონლაინ შეძენა.
2022 წლის ივნისში, PSP Pharma-მ, ერთ-ერთმა პირველმა, გაიარა ნაციონალური GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი, რითაც დასტურდება რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს. 2023 წლის მარტში, ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცა PSP Pharma-ს დასავლეთ საქართველოს საწყობზეც.[2]
2023 წელს, გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ PSP Pharma-ს ცენტრალურ საწყობს GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი გადასცა. GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისობაზე აუდიტი განახორციელა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ Heacon Service GmbH.[3]
PSP ფლობს ISO 9001:2000 სერტიფიკატს. კომპანიას გამოშვებული აქვს საკუთარი მობილური აპლიკაცია „PSP - My Pharmacy“, რომელიც მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის ონლაინ შეძენა, ახლომდებარე აფთიაქების მოძებნა, ქულების დაგროვება.
2025 წელს მსოფლიო სტანდარტების მართვის და დაგეგმვის ერთიანი (ERP) სისტემა პირველმა დანერგა საქართველოში. 2022 წელს პირველი ეტაპი დაიწყო საწყობის მართვის WMS სისტემის დანერგვით, მეორე ეტაპზე კომპანიაში ფინანსური პროცესების, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესების სისტემა დაინერგა, საბოლოო მესამე, დასკვნითი ეტაპი განხორციელდა Microsoft და LS Retail ის ერთობლივი პროდუქტის სააფთიქო ქსელში საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი (ERP) სისტემის დანერგვით.[4]
ბაზარზე
პარაფარმაციის ნაწილში, არის მსოფლიოში ცნობილი 100-ზე მეტი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში, რომელიც მუდმივად სთავაზობს და ავითარებს ასორტიმენტს, მათ შორის არის საკვები დანამატები, სამეიდიცინო დანიშნულების, პირის ღრუს, დედათა და ბავშვთა პირადი ჰიგიენის, კვების, თმის, სახის, ტანის მოვლის საშუალებები.
კომპანია არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA), ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC), საქართველოს ფარმაცავტული კომპანიებისა და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციების წევრი.[5]
ხარისხის მართვის სერტიფიკატები
- ISO 90000-2000 & ISO 90000-2008 — ხარისხის მართვის შესაბამისობის სერტიფიკატს გერმანული სასერტიფიკაციო კომპანიის “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group” აუდიტის და საკონტროლო აუდიტების საფუძველზე — 2008 - 2012 წწ.
- GDP — კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის შესაბამისობის ნაციონალური სერტიფიკატები — 2022 & 2025 წწ.
- GDP — გერმანული საერთასორისო აუდიტორული კომპანიის Heacon Service GmbH აუდიტის შედეგად გაცემული სერტიფიკატი — 2023 წ.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
