Pearson plc

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

Pearson PLC (ზოგჯერ ქართული ასოებით: პირსონი) — ბრიტანული ტრანსნაციონალური საგამომცემლო და საგანმანათლებლო კომპანია, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. ის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო მასალებსა და სერვისებს ქმნის ინსტიტუციების, სამთავრობო და ინდივიდუალური სწავლებისათვის.[2][3] კომპანია ქმნის ტესტებს, სასწავლო მეთოდებს, შეფასების სისტემებს და სხვა არაერთ სასწავლო სერვისს, მათ შორის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებს, საგანმანათლებლო კომპიუტერულ პროგრამებსა და მისთ. Pearson-ი ასევე ფლობს და მართავს სკოლებს.

სწრაფი ფაქტები დარგი, დაფუძნდა ...
Remove ads

კომპანიის შესახებ

კომპანია 1844 წელს სამუელ პირსონმა დააარსა. ის 2015 წლამდე ფლობდა გაზეთს „The Financial times“, რომელიც აღნიშნულ წელს Nikkie-ს მიყიდა, თავად კი სტრატეგია შეცვალა და მთლიანად განათლებაზე ფოკუსირდა. განათლება დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის მთავარი მიმართულება იყო: პირსონი არის სახელმძღვანელოების და მასთან დაკავშირებული მასალების მსოფლიოს საუკეთესო გამომცემელი. [4] კომპანია სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიონალებს საგანმანათლებლო მასალებით უზრუნველყოფს. ამის გარდა, პირსონი ფლობს Penguin Random House-ის, ერთ-ერთი ცნობილი გამომცემლის 47%-იან წილს. ეს წილი მისი შემოსავლების 15%-ის მომტანია.

Pearson PLC დღეისათვის 28 კომპანიას ფლობს. მათ შორისაა Integrated Analytics LLC, Multi Holding, GlobalEnglish, Global Education & Technology Group, Pearson eCollege და სხვა.

2015 წელს კომპანია მუშაობდა ბრენდის დიზაინის სააგენტოსთან, Together Design-თან, რომ ერთობლივი ძალებით შეექმნათ კომპანიის ლოგო. ახალი ლოგო არის კითხვისა და ძახილის ნიშნების ისეთი კომბინაცია, რომ შეიქმნას ინგლისური ასო „P“.

Remove ads

საქმიანობა

Thumb
Pearson-ის სათაო ოფისი

Pearson-ის საქმიანობა სამ ძირითად სეგმენტად იყოფა:[4]

კომპანია უშვებს სახელმძღვანელოებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორებიცაა BTEC, Bug Club, Fronter, GradPoint, Schoolnet და SuccessNet. დიდ ბრიტანეთში პირსონი იყენებს საგამოცდო საშუალება Edexcel-ს, რომელიც უშუალოდ დიდ ბრიტანეთში გამოიყენება.[4]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads