PubMed
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
PubMed — ინგლისურენოვანი სამედიცინო და ბიოლოგიური პუბლიკაციების ტექსტური მონაცემთა ბაზა, რომელიც შექმნილია ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) მიერ აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის (NLM) „ბიოტექნოლოგიის“ დარგის საფუძველზე[1]. PubMed-ის მთავარი შემადგენელია MEDLINE[2]. იგი პირველად წარდგენილი იქნა 1996 წლის იანვარში[3]. მისი ნახვა შესაძლებელია ცენტრალური საძებნი სისტემის — Entrez-ის საშუალებით, რომელიც მოიცავს PubMed-ს, PubChem-ს და სხვა მთავარ სამედიცინო მანაცემთა ბაზებს. შეიცავს დაახლოებით 25 მილიონ ციტირებას.
PubMed სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით ახორციელებს სამედიცინო და ბიოლოგიური სტატიების დოკუმენტირებას, ასევე იძლევა წყაროებს მთლიანტექსტურ სტატიებზე. PubMed მოიცავს შემდეგი დარგების მონაცემებს: მედიცინა, სტომატოლოგია, ვეტერინარია, საერთო ჯანდაცვა, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, ციტოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა და სხვა. დოკუმენტირებულია დაახლოებით 3800 ბიოსამედიცინო გამომცემლობა. ყოველწლიურად PubMed-ის მონაცემთა ბაზა იზრდება 500 000 დოკუმენტით. ძიება ხდება Medical Subject Headings-ის (MeSH) პრინციპით.
თითოეულ სტატიას ენიჭება უნიკალური საიდენფიკაციო ნომერი PMID (ინგლ. PubMed Identifier — PubMed-ის იდენტიფიკატორი)[4].
Remove ads
ლიტერატურა
- სასწავლო-ინსტრუქციული დახმარება PubMed-ში საძიებლად დაარქივებული 2017-10-31 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads

