Retro Gamer
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Retro Gamer — ბრიტანული, ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშებს. მას დიდ ბრიტანეთში მედიაკომპანია Future Publishing გამოსცემს. ჟურნალი სპეციალიზებულია რეტროგეიმინგსა და კლასიკურ თამაშებზე პერსონალური კომპიუტერებისთვის, სათამაშო კონსოლებისთვის და სხვა ძველი სათამაშო მოწყობილობებისთვის, როგორიცაა ZX Spectrum, NES, PlayStation და ა.შ. ჟურნალი დაფუძნდა 2003 წლის დეკემბერში.[1][2]
ჟურნალის ძირითადი თემატიკაა ძველი, უმეტესად 1980-იანი და 1990-იანი წლების თამაშები; მასში რეგულარულად ქვეყნდება რუბრიკები „უკან 90-იანებში“ და „უკან 80-იანებში“. პირველ წლებში გამოცემას თან ახლდა დამატებითი მასალების მქონე კომპაქტ-დისკი, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს.[3] ჟურნალი გაფორმებაში იყენებს ძველი კომპიუტერული გრაფიკის სტილიზაციას, ხოლო მის გარეკანზე განთავსებულია წარწერა „old“ (ძველი).[3]
Retro Gamer თავდაპირველად გამოსცემდა Live Publishing; 2005–2016 წლებში — Imagine Publishing,[2][4] ხოლო 2016 წლიდან ჟურნალის გამომცემელია კომპანია Future Publishing.[5]
2010 წელს Retro Gamer-მა Games Media Awards-ზე „წლის საუკეთესო ჟურნალის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.[6]
Remove ads
ციფრული ვერსიები
წლების განმავლობაში გამოვიდა სამი DVD, რომელთაგან თითოეული ჟურნალის 25-დან 30-მდე ნომერს შეიცავს:
- Retro Gamer eMag Load 1[7] (შეიცავს ნომრებს №1-დან №30-ის ჩათვლით)
- Retro Gamer eMag Load 2[8] (შეიცავს ნომრებს №31-დან №55 ჩათვლით)
- Retro Gamer eMag Load 3[9] (შეიცავს ნომრებს №56-დან №80-ის ჩათვლით)
Retro Gamer უკვე ხელმისაწვდომია როგორც iOS აპლიკაცია და მისი გადმოწერა შესაძლებელია iPhone-სა და iPad-ზე.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Retro Gamer“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- Retro Gamer-ის დაარქივებული ვერსია (#1-დან #11-მდე) – Internet Archive
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
