Ride the Lightning

მეტალიკის სტუდიური ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia

Ride the Lightning
Remove ads

Ride the Lightningამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წლის 27 ივლისს ლეიბლზე Megaforce Records, ხელახლა გამოიცა ამავე წლის 19 ოქტომბერს Elektra Records-ის მიერ.[1] ალბომის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში და ხუთჯერ იქნა სერტიფიცირებული პლატინად RIAA-ს მიერ.[7]

სწრაფი ფაქტები სტუდიური ალბომი — მეტალიკა, გამოცემის თარიღი ...
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...

Ride the Lightning შეიცავს Kill 'Em All-ისეულ სწრაფ ტემპს სიმღერებში Trapped Under Ice და Fight Fire with Fire, მაგრამ ასევე შეიცავს მეტალიკის პირველ გრძელ უფრო მელოდიურ ბალადას Fade to Black და თითქმის ცხრა წუთიან ინსტრუმენტალს The Call of Ktulu. ეს ალბომი მეტალიკის ბოლო ალბომია, რომლის შექმნაში თავისი წვლილი დეივ მასტეინსაც მიუძღვის.

ალბომს მესამე ადგილი უკავია metal-rules.com-ის მიერ შედგენილ სიაში ყველა დროის ასი საუკეთესო მეტალ ალბომი[8] და მეხუთე ადგილი IGN Music-ის მიერ შედგენილ სიაში საუკეთესო 25 ალბომი.[9]

Remove ads

სიმღერების სია

მეტი ინფორმაცია მხარე 1, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 2, # ...
Remove ads

სხვა ვერსიები

Creeping Death შესრულდა უელშის მიერ გლემ მეტალ ჯგუფი Tigertailz როგორც B-მხარე მათი სინგლისთის 1990 წელს, მეტალკორ ჯგუფ Bullet for My Valentine-ის მიერ Kerrang!'-ის 25t-ე საიუბილეო Higher Voltage კრებულისთვის, იტალიური ბლეკ მეტალ ჯგუფ Stormlord-ის მიერ როგორც საკონცერტო ტრეკი მათი EP-სთვის The Curse Of Medusa და როკ ჯგუფ Drowning Pool-ის მიერ Ozzfest 2002-ზე.

ნიუ მეტალ ჯგუფმა Disturbed შეასრულა Fade to Black კონცერტზე საკონცერტო კრებულისთვის Music as a Weapon II. პაუერ მეტალ ჯგუფმა სონატა არკტიკამ და ფინურმა ჩელო მეტალ ჯგუფმა აპოკალიპტიკამ ასევე შეასრულეს Fade to Black მათი EP-ში Takatalvi და ალბომში Inquisition Symphony.

Escape შესრულდა დეზ მეტალ ჯგუფ Gojira-ს მიერ მათი 2005 წლის ალბომის From Mars to Sirius იაპონური გამოცემისათვის და ასევე ამერიკული მეტალქორ ჯგუფის Hatebreed მიერ მათი 2009 წლის ალბომისთვის For the Lions.

For Whom the Bell Tolls შესრულდა პანკ ჯგუფის Shotgun Remedy მიერ ალბოისთვის A Punk Tribute to Metallica და ჯგუფ აპოკალიპტიკის მიერ ალბომისთვის Inquisition Symphony.

Fight Fire with Fire შესრულდა აპოკალიპტიკის მიერ ალბომისთვის Cult, ასევე დეზ მეტალ ჯგუფ Vader-ის მიერ ალბომისთვის Necropolis, როგორც ბონუს ტრეკი.

Trapped Under Ice შესრულდა პაროდიულ მეტალ ჯგუფის Austrian Death Machine მიერ 2009 წლის ალბომისთვის Double Brutal.

Remove ads

პერსონალი

მეტალიკა

ჩარტები

მეტი ინფორმაცია ჩარტი, უმაღლესი პოზიცია ...
Remove ads

სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია რეგიონი, სერტიფიცირება ...
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads