SNK

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

SNK Corporation (იაპ 株式会社SNK), ოფიციალურად დარეგისტრირებული, როგორც SNK[3]იაპონური კომპანია, რომელიც ქმნის ვიდეო თამაშებს, აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი არის SNK Corporation-ის მემკვიდრე. კომპანია დაარსდა 1978 წლის 22 ივლისს ეიკიჩი კავასაკის მიერ, ქალაქ სუიტაში, ოსაკა, იაპონია.

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...

SNK ყველაზე მეტად ცნობილი არის Neo Geo-ს სერიის არკადული ავტომატის, სახლისა და პორტატიული კონსოლების შექმნით. 2001 წელს ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა კონსოლის სერიის წარმოების შეჩერება და კომპანიის დახურვა.[4] 2001 წლის 7 ივლისს კავასაკიმ დააარსა ახალი კომპანია Playmore Corporation,[5] ხოლო ოქტომბრის თვეში Playmore-მა შეიძინა ყველა ინტელექტუალური საკუთრება, რასაც კი ყოფილი SNK Corporation ფლობდა. 2003 წელს Playmore Corporation გადაკეთდა SNK Playmore Corporation-ნად.[6][7]

ძირითადად კომპანია ორიენტირებული არის ვიდეო და არკადული თამაშების შექმნასა და გამოცემაზე, ასევე აპარატურის წარმოებაზე. თუმცა 2004 წლიდან იგი შეუდგა სლოტ-აპარატების შემუშავებას.[8] 2009 წლიდან SNK აქტიურად მონაწილეობს მობილური თამაშების ბიზნესში[9]

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

  • SNK-ის თამაშების სია

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads