Sony Interactive Entertainment
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Sony Interactive Entertainment (აბრევიატურა SIE, ადრე ცნობილი როგორც Sony Computer Entertainment (SCE) და Sony Network Entertainment) — ამერიკული მრავალეროვნული ვიდეო თამაშებისა და ციფრული გასართობების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც სრულად ფლობს იაპონური კონგლომერატი Sony Corporation.
დაარსდა ტოკიოში 1993 წლის 16 ნოემბერს Sony Computer Entertainment-ის სახელწოდებით.[1] ორიგინალი კონსოლის PlayStation-ის გამოცემის შემდეგ (1994), კომპანია ქმნის PlayStation-ის ხაზის ვიდეო თამაშების კონსოლებსა (PlayStation, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation 4) და აქსესუარებს. კომპანია ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში საქმიანობის გაფართოების ფარგლებში, იქცა Sony-ს ვიდეო თამაშების და ინტერაქტიული გასართობების კვლევისა და შექმნის მთავარ რესურსად.
1994 წელს Sony Computer Entertainment America შეუდგა ორიგინალი კონსოლ PlayStation-ის გამოშვებას ჩრდილოეთ ამერიკაში. 2016 წლის აპრილში მოხდა SCE-ის და Sony Network Entertainment-ის რეორგანიზაცია და გაერთიანდნენ Sony Network Computer-ში,[2] რომელმაც შეითავსა ორივე კომპანიის საქმიანობა. იმავე წელს SIE-ის შტაბ-ბინა ტოკიოდან გადავიდა სან-მატეოში, კალიფორნიაში.
Sony Interactive Entertainment პასუხისმგებელია PlayStation-ის წარმოებაზე, აგრეთვე პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის გაყიდვაზე. ამას გარდა, ის არის ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი. მის შემადგენლობაში შედის რამდენიმე შვილობილი კომპანია განთავსებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. 2016 წლის სექტემბრის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას გაყიდული აქვს PlayStation-ის კონსოლების 486 მილიონი ასლი.[3]
Remove ads
ვიდეო თამაშები
იხილეთ აგრეთვე
- SIE Worldwide Studios
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Sony Interactive Entertainment“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads