PlayStation 4

მერვე თაობის ვიდეო თმაშების კონსოლი From Wikipedia, the free encyclopedia

PlayStation 4
Remove ads

PlayStation 4 (PS4) — სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Sony Computer Entertainment-ის მიერ. დაანონსდა PlayStation-ის პრესკონფერენციაზე 2013 წლის 20 თებერვალს, პრეზენტაცია შედგა E3-ზე და გამოიცა 2013 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2013 წლის 29 ნოემბერს - ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. როგორც ნაწილი მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა და რიგით მეოთხე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Nintendo-ს Wii-ის და Microsoft-ის Xbox One-ს.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, მწარმოებელი ...

მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, PS4-ში გამოყენებულია AMD-ის ტექნოლოგია, AMD Fusion ჩაშენებული x86-64 არქიტექტურის გარშემო. AMD-ის განცხადებით, აღნიშნული პროცესორი AMD Fusion არქიტექტურით დამზადებულ პროცესორებს შორის არის "ყველაზე ძლიერი", რომელიც აქამდე შეუქმნიათ. შექმნელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს სოციალურ ურთიერთობასა და სხვა მოწყობილობებსა და სერვისებთან ინტეგრაციაზე, რითაც შესაძლებელია სინქრონიზაციის მოხდენა Playstation 4, PlayStation Vita-სა და Sony Xperia შორის. ხოლო რაც შეეხება კონტროლერს, იგი საგრძნობლად დაიხვეწა წინა მოდელებთან შედარებით - გაუმჯობესებული ღილაკების, ანალოგისა და ინტეგრირებული ტაჩპადის ჩათვლით. კონსოლი მოიხმარს Orbis ოპერაციულ სისტემას, რომელიც წარმოადგენს FreeBSD 9.0-ის მოდიფიცირებულ ვერსიას[9].

კონსოლის გაყიდვები შესამჩნევად მაღალი იყო. კომპანიის განცხადებით, გაყიდვების პირველ ეტაპზე, PS4 ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა Sony-ის კონსოლებს შორის[10]. 2015 წლის მონაცემებით საცალო გაყიდვების რაოდენობამ 30 მილიონს მიაღწია.

Remove ads

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads