Space Invaders
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Space Invaders — 1978 წლის Shoot 'em up ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Taito-მ არკადული აპარატებისთვის. თავდაპირველად 1978 წლის აპრილში იაპონიაში გამოვიდა, ხოლო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე წელს ამერიკულმა კომპანია Midway Manufacturing-მა გამოსცა.
„Space Invaders“ იყო პირველი ვიდეო თამაში უსასრულო გეიმპლეით და პირველი ფიქსირებული შუტერი, რომელმაც ჟანრის სტანდარტი დაამკვიდრა. მოთამაშის ამოცანაა, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მოძრავი ლაზერული ქვემეხით ზემოდან მომავალი უცხოპლანეტელთა ტალღის განადგურება და ამით რაც შეიძლება მეტი ქულის მოგროვება.
თამაშის დიზაინერის ტომოჰირო ნიშიკადოს შთაგონების წყაროდ იქცა ისეთი თამაშები, როგორიცაა „Gun Fight“ და „Breakout“, ელექტრომექანიკური მიზანში სროლის თამაშები, აგრეთვე სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებები, მაგალითად, რომანი „სამყაროთა ომი“, ანიმე „Space Battleship Yamato“ და ფილმი „ვარსკვლავური ომები“. შემუშავების დასასრულებლად მას მოუწია სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შექმნა, რათა გამოეყენებინა მიკროპროცესორის ტექნოლოგიის ფუნქციები, რომელიც იმ დროისთვის სიახლე იყო მისთვის.
გამოშვებისთანავე, „Space Invaders“-მა სწრაფად მოიპოვა წარმატება მთელ მსოფლიოში. 1982 წლისთვის თამაშის მთლიანმა შემოსავალმა 3.8 მილიარდ აშშ დოლარს (10 მილიარდი დოლარი 2024 წლის კურსით) მიაღწია, წმინდა მოგებამ კი 450 მილიონ დოლარს (1.2 მილიარდი დოლარი 2024 წლის კურსით), რითაც იმ ეპოქის ყველაზე გაყიდვად ვიდეო თამაშად და ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე გასართობ პროდუქტად იქცა, ისევე როგორც ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ვიდეო თამაშად.
„Space Invaders“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად, რამაც საფუძველი ჩაუყარა არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანას. იგი იქცა უამრავი მომავალი თამაშების დიზაინერის შთაგონების წყაროდ. თამაში პორტირებული და ხელახლა გამოშვებული იქნა სხვადასხვა ფორმით, მათ შორისა Atari 2600-ის 1980 წლის ვერსია, რომელმაც Atari 2600 კონსოლის გაყიდვები ოთხჯერ გაზარდა და გახდა პირველი „მკვლელი აპლიკაცია“ ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის. პიქსელური უცხოპლანეტელი პოპ კულტურის ხატად იქცა, რომელიც ხშირად მთელი ვიდეო თამაშების ინდუსტრიის სიმბოლოდ ითვლება. თამაშს მოჰყვა ათობით გაგრძელება და რიმეიკი, გახდა მრავალი ხელოვნების ნიმუშისა და მუსიკის ინსპირაცია, მისი სიუჟეტი/იმიჯი პაროდიების საგნად იქცა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
Remove ads
გალერეა
- „Space Invaders“-ის გეიმპლეი
- „Space Invaders“-ის მოდიფიცირებული ვერტიკალური არკადული კაბინეტი
- „Space Invaders“-ის მაგიდის არკადული კაბინეტი
- იაპონიაში, 1980 წელს, Epoch Co.-მ გამოუშვა სახლის კონსოლი Epoch TV Vader, როგორც „Space Invaders“-ის კლონი
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Space Invaders“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- Space Invaders — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- თამაშის არკადული ვერსიის სახელმძღვანელო — Internet Archive
- თამაშის Atari 2600-ის ვერსიიის სახელმძღვანელო — Internet Archive
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads

