Take-Two Interactive

From Wikipedia, the free encyclopedia

Take-Two Interactive
Remove ads

Take-Two Interactive Software, Inc. — ამერიკული მრავალეროვნული ვიდეო თამაშების გამომცემელი, დეველოპერი და გამავრცელებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წელს რაიან ბრანტის მიერ. Take-Two სრულად ფლობს Rockstar Games-ისა და 2K Games-ის აქციებს. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, ხოლო საერთაშორისო შტაბ-ბინა - უინძორში, გაერთიანებული სამეფო. ასევე მისი დეველოპერი სტუდიები განლაგებულია სან-დიეგო, ვანკუვერი, ონტარიოსა და ნოვატოში, კალიფორნია. Take-Two Interactive-მა შეიმუშავა და გამოსცა ისეთი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, როგორებიც არის Grand Theft Auto, Serious Sam, Midnight Club, NBA 2K, Borderlands, Manhunt და Bioshock. 2006 წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო Bethesda Softworks-ის მიერ შექმნილი ცნობილი თამაშის The Elder Scrolls IV: Oblivion-ის გამოცემაში.

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...
Remove ads

თამაშები

კომპანიები

აღნიშნულ სიაში წარმოდგენილი არის Take-Interactive-ის მფლობელობაში მყოფი და ასევე ყოფილი და დახურული კომპანიები:

მიმდინარე

დახურული

  • 2K Australia - დაარსდა 2006 წელს, დაიხურა 2015 წელს[8].
  • 2K Chinaშანხაი. დაარსდა 2006, ხოლო დაიხურა 2015 წელს[9].
  • Frog City Software - სან-ფრანცისკო, კალიფორნია, დაარსდა 1995 წელს, შეძენილი იქნა Gathering of Developers-ისგან 2004 წელს. დაიხურა 2006 წელს.
  • Gathering of Developersტეხასი, დაარსდა 2000, დაიხურა 2004 წელს;ბრენდი გაერთიანდა Rockstar-სა და 2K-ში.
  • Gotham Games, დაარსდა 2002 წელს. ამჟამად არ ფუნქციონირებს.
  • Indie Built, Inc. in სოლტ-ლეიკ-სიტი - დაარსდა 1983 წელს იუტაში, როგორც Access Software. შეძენილი იქნა Microsoft-ისგან 2004 წელს, ხოლო დაიხურა 2006 წლის 28 აპრილს.
  • Kush Games - კამარილო, კალიფორნია. დაიხურა 2008 წელს.
  • Mission Studiosშაუმბურგი, ილინოისი. შეიძინა 1996 წელს. დაიხურა 2001-ში.
  • PAM Development - პარიზი, საფრანგეთი. დაარსდა 1997, შეიძინა 2006-ში; ხოლო დაარსდა 2008 წელს.
  • PopTop Software in St. სენტ-ლუისი, მისური. დაარსდა 1993 წელს, ხოლო 2006 წელს გაერთიანდა Firaxis Games-ში.
  • Rockstar Vancouver- დაარსდა 1998 წელს Barking Dog Studios-ის სახელით, შეძენილი იქნა 2002-ში. გაერთიანდა Rockstar Toronto-ში 2012 წელს.
  • Rockstar Vienna, დაარსდა 1993 წლის 4 იანვარს, როგორცვ neo Software, გაუქმდა 2006 11 მაისს.
  • Take-Two Licensing - დაარსდა 2000 წლის 11 სექტემბერს, როგორც TDK Meadiactive, შეიძინა 2003 დეკემბერს. გაერთიანდა 2K-ში.[10]
  • TalonSoft - ბალტიმორი, მერილენდი. დაარსდა 1995 წელს, შეიძინა 2000-ში, ხოლო დაიხურა 2005 წელს.
  • Venom Games, Ltd. - ნიუკასლ-აპონ-ტაინი. დაარსდა 2003, შეიძინა 2004-ში, დაიხურა 2008-ში.
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads