The Song Remains the Same (სიმღერა)

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

The Song Remains the Sameინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის სიმღერა 1973 წლის ალბომიდან Houses of the Holy.

სწრაფი ფაქტები სიმღერა — ლედ ზეპელინი, ალბომიდან Houses of the Holy ...
Remove ads

მიმოხილვა

სიმღერაში ჟღერს გიტარისტ ჯიმი პეიჯის სოლო, ჩაწერილი რამდენიმე ტრეკზე. პეიჯი მას ასრულებს Gibson EDS-1275 ტიპის ორგრიფიან 12 სიმიან გიტარაზე.[1].

თავდაპირველად კომპოზიცია ჩაფიქრებული იყო, როგორც ინსტრუმენტული "The Overture",[2], თუმცა მოგვიანებით პლანტმა მას ლირიკა დაამატა და შეცვალა სახელწოდება The Campaign-ზე, საბოლოოდ კი - The Song Remains the Same-ით.[3] ჟურნალში Guitar World 1993 წელს პეიჯის ინტერვიუში გაჟღერდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო "The Rain Song"-ის უვერტიურა, მაგრამ რობერტს განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა და სურდა ამ ორი კომპოზიციის ნაწილებად დაშლა. დემო ვერსიის ჩაწერა მიმდინარეობდა ჯიმის აუდიოკასეტიანი ჩამწერით. სხვა დროს, სრულიად მოულოდნელად მოსული იდეებით იქნა ჩაწერილი სხვა სიმღერებიც, მაგალითად, Stairway.

პლანტის ვოკალური ტრეკი ამ ჩანაწერისათვის ოდნავ შეცვალეს ტემპში, ამიტომ ვოკალი უფრო ’ახალგაზრდულად’ და სუფთად ჟღერს. ჩანაწერზე ასევე ისმის ტელეკასტერის სოლო.

სიმღერა პირველად სრულდებოდა 1972 წლის ტურნეზე. 1972-1975 წლებში სიმღერის შესრულება არ წყდებოდა და პირდაპირ უერთდებოდა კომპოზიციას The Rain Song. ცოცხალი წარდგენისას ჯიმი პეიჯი იყენებდა გიტარას Gibson EDS-1275 ორმაგი გრიფით.

კომპოზიცია ასევე ხსნიდა კოლექტივის 1977 წლის კონცერტებს და კონცერტებს ნებუორთში, 1979 წელს. 1980 წლის ტურის მსვლელობისას იგი ამოიღეს სიიდან. 2007 წელს აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში სიმღერა კვლავ შესრულდა.

"The Song Remains the Same" აგრეთვე ჟღერს 1976 წლის ფილმში „The Song Remains the Same“.

Remove ads

ფორმატები და სიმღერების სია

1973 წლის 7" სინგლი (Thailand: Atlantic TK769 ST-H)

  • A. "The Song Remains the Same" (პეიჯი, პლანტი) 5:30
  • B1. "The Ocean" (პეიჯი, პლანტი, ბონემი, ჯოუნსი) 4:31
  • B2. "Dancing Days" (პეიჯი, პლანტიt) 3:43

პერსონალი

ქავერ-ვერსიები

  • 1991: დრედ ზეპელინი (5,000,000)
  • 1995: Dream Theater (A Change of Seasons EP, medley)
  • 1997: Jason Bonham Band (In the Name of My Father - The Zepset)
  • 2000: დენის კეპლინგერი (Bluegrass Forever)
  • 2000: სხვადასხვა შემსრულებელი (Pickin' on Zeppelin: A Tribute)
  • 2007: Led Zepagain (Led Zepagain II: A Tribute to Led Zeppelin)
  • 2007: Letz Zep (Letz Zep II: Live in London)
  • 2008: Gov't Mule (Holy Haunted House [ცოცხალი ჩანაწერი, 2007])
Remove ads

წყაროები

  • ლუისი, დეივ (2004) The Complete Guide to the Music of Led Zeppelin, ISBN 0-7119-3528-9
  • უელჩი, კრის (1998) Led Zeppelin: Dazed and Confused: The Stories Behind Every Song, ISBN 1-56025-818-7

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads