PC Engine GT
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
PC Engine GT (იაპონ. PCエンジンGT) — მეოთხე თაობის პორტატიული თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია NEC-ის მიერ. იაპონიაში კონსოლი გამოვიდა 1990 წლის 1 დეკემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე თვეში TurboExpress-ის სახელით. არსებითად ის წარმოადგენს TurboGrafx-16/PC Engine-ის სახლის კონსოლის პორტაბელურ ვერსიას, რომლის თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 44,800 იაპონურ იენას, ხოლო აშშ-ში 249.99 დოლარს. PC Engine GT დაანონსდა 1990 წლის აპრილში კოდური დასახელებით Game Tank.[3]
სისტემა იმ დროში ტექნიკურად საკმაოდ განვითარებული იყო და შეეძლო TurboGrafx-16-ის ყველა HuCard თამაშის გაშვება. მას გააჩნდა ტვ ტუნერი და 66 მმ ზომის კორპუსი, იმავე ზომის რაც ორიგინალ Game Boy-ის. მასში განთავსებული იყო HuC6280-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება და გრაფიუკული ჩიპი, რომელსაც შეეძლო 481 ფერის აღქმა.
კონსოლი ძირითადად კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ს, Sega Game Gear-სა და Atari Lynx-ს. საერთო ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი და მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[4]
Remove ads
ლიტერატურა
- The Electronic Gaming Monthly 1991 Video Game Buyers Guide.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- TurboExpress-ის ისტორია დაარქივებული 2018-06-23 საიტზე Wayback Machine. Defunct Games-ზე
- TurboExpress დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine. -ის ოფიციალური ვიკი
- PC Engine GT-ის ათი საუკეთო თამაში Retro Gamer-ზე
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
