Ultratop

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

Ultratop — ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ბელგიური ეროვნული ჰიტ-აღლუმების შექმნას და პუბლიკაციას, ასევე ამ ჰიტ-აღლუმის სახელწოდებას. Ultratop — არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შექმნილია ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) წევრი ორგანიზაციის ბელგიის გართობის დეპარტამენტის (BEA) მიერ[1][2].

ჩარტებს შორის განსხვავება

Ultratop-ის ჩარტები იყოფა Ultratop Wallonia-დ და Ultratop Flanders-ად ბელგიის კულტურული, ისტორიული და ენობრივი თავისებურებების გამო. შესაბამისად, ვალონიური ჩარტი ჩამოყალიბებულია ბელგიის ფრანგულენოვანი რეგიონის მონაცემთა საფუძველზე (ვალონია), ხოლო ფლანდრიული — ფლანდრიის რეგიონის მონაცემთა საფუძველზე, სადაც ჭარბობს ნიდერლანდურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

ფლამანდიურ ჩარტებში ძირითადია Ultratop 50 Singles და Ultratop 50 Albums. ვალონიურში — Ultratop 40 Singles და Ultratop 50 Albums. ყველა ჩარტი შექმნილია რელიზების გაყიდვის მონაცემთა საფუძველზე. ჰიტ-აღლუმები ეთერში გადიან რადიოსადგურ TMF Flanders-ის და ტელეარხ Plug TV-ის საშუალებით[1].

Remove ads

Ultratip

Ultratip — Ultratop-ის ჩარტების ანალოგია, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ გაყიდვების მონაცემთა საფუძველზე, არამედ რადიოთი და ტელევიზიით როტაციის შედეგად[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads