VideoGamer.com

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

VideoGamer.com (ადრე ცნობილი სახელწოდებით Pro-G) არის ინგლისურენოვანი ვებსაიტი ვიდეო თამაშების შესახებ. გაეშვა 2004 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ლონდონში სახელწოდებით Pro-G. საიტი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებსა და ვიდეობს თამაშების შესახებ. იგი არის Candy Banana ვებსაიტების ქსელის ნაწილი, რომელსაც მართავს შვედური მშობელი კომპანია IBIBI HB.

სწრაფი ფაქტები კომერციულობა, საიტის ტიპი ...
Remove ads

ისტორია

საიტი გაეშვა 2004 წლის ნოემბერს ადამ მაკკენისა და ტომ ორის მიერ[4]. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Pro-G.co.uk. მას შემდეგ რაც საიტის პოპულარობა გაიზარდა, 2007 წელს მაკინმა და ორიმ ჩამოაყალიბეს Pro-G Media Ltd, რის შედეგადაც საიტს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა VideoGamer.com[4].

2008 წლის 6 ოქტომბერს გაეშვა მაღალი გარჩევადობის ვიდეო სერვისი, რომელსაც შეეძლო ვიდეოს 720p-ში ჩვენება, იგი იყო პირველი ბრიტანული ვებსაიტი, რომელმაც გამოიყენა აღნიშნული ტექნოლოგია[5]. საიტზე რუგულარულად თავსდებოდა ვიდეო კონტენტები, რომელთა უმეტესობა მოიცავდა ვიდეო თამაშების მიმოხილვებს, შეჯიბრებს, ტრეიელერებს და გეიმპლეის.

2015 წლის მარტს Pro-g Media Ltd. შეიძინა შვედურმა კომპანია IBIBI HB-მა,[6] ამის შედეგად HB-მ ჩამოაყალიბა ახალი კომპანია Candy banana, რომელიც ფლობს VideoGamer-სა და სხვა საკუთრებებს.

Remove ads

პოდკასტი

საიტის პოპულარობიდან გამომდინარე, ყოველკვირეულ პოდკასტს წარმოადგენს რედაქტორთა ჯგუფი, რომელიც ხელმისაწვდომი არის VideoGamer-ის საიტზე, Youtube-სა და iTunes-ზე. იგი მოიცავს იუმორს, სატირიას, სიახლეებს, საზოგადოების მოზიდვასა და ა.შ. პოდკასტს საფუძველი ჩაეყარა 2011 წლის ივნისს[7].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads