Warped Tour
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Warped Tour — როკ-მუსიკის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულში, იმართებოდა აშშ-სა და კანადაში 1995 წლიდან 2019 წლამდე, ხოლო 2025 წელს დაბრუნდა თავისი 30-ე წლისთავის აღსანიშნავად. 2015 წლისთვის Warped Tour იყო აშშ-ის უდიდესი სამოგზაურო მუსიკალური ფესტივალი [1]და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე გრძელვადიანი ტურნე-ფესტივალი.[2] საერთაშორისო დონეზე ფესტივალი გაიმართა ავსტრალიასა (1998–2002 და 2013 წლებში) და გაერთიანებულ სამეფოში (2012 და 2015 წლებში).[3][4]
პირველი Warped Tour-ის შემდეგ, სკეიტბორდის ფეხსაცმლების მწარმოებელი კომპანია Vans გახდა ფესტივალის ტიტულოვანი სპონსორი, რის შემდეგაც ღონისძიება ცნობილი გახდა როგორც Vans Warped Tour.[5]
Warped Tour-ის დაფუძვნების იდეა კევინ ლაიმანს ეკუთვნის, როგორც ელექტრო ალტერნატიული როკის ფესტივალის, მაგრამ მოგვიანებით მან პანკ-როკისკენ გადაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად პანკ-როკის ფესტივალი იყო, წლების განმავლობაში მასში სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ.[6][7][8]
2018 წელს ლაიმანმა გამოაცხადა, რომ Vans Warped Tour-ის 2018 წლის ტურნე იქნებოდა უკანასკნელი სრულყოფილი ღონისძიება. 2018 წლის 18 დეკემბერს მან გამოაცხადა ფესტივალის 25-ე წლისთავის აღსანიშნავი სამი შოუს დეტალები, რომლებიც მხოლოდ 2019 წელს გაიმართა.[9]
2019 წლის ნოემბერში გავრცელდა ჭორები, რომ Chris Fronzak გეგმავდა Warped Tour-ის დაბრუნებას ლაიმანის პენსიაზე გასვლის შემდეგ. 2020 წლის 4 ოქტომბერს ფრონზაკმა დაადასტურა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებდა ფესტივალის აღდგენაში, თუმცა "იურიდიული მიზეზების გამო იგი არ შეიძლებოდა დაბრუნებულიყო სამი წლის განმავლობაში". [10] 2024 წელს ლაიმანმა დაადასტურა, რომ Warped Tour 2025 წელს დაბრუნდებოდა, ხოლო მონაწილე შემსრულებლების სია იანვრიდან თებერვლამდე გამოცხადდებოდა.[11]
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
