ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკირეთი)
Remove ads

ბლაგოვეშჩენსკი (ბაშკ. Благовещен) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფიდან 42 კმ-ში ჩრდილოეთით, მდებარეობს მდინარე ბელაიის მარჯვენა ნაპირზე. ბლაგოვეშჩენსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
Remove ads

სახელწოდება

ქალაქის სახელწოდების წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ დასახლებას სახელი ეწოდა ქალაქში მდებარე ხარების (რუს. Благовещение) ეკლესიის გამო. თუმცა როგორც ადგილობრივი ისტორიკოსის ვ. მეშჩერიაკოვის კვლევებმა ცხადყო ქალაქს აღნიშნული სახელი ეწოდებოდა ეკლესიის აშენებამდეც.

ისტორია

ქალაქის ისტორია იწყებბა სპილენძსადნობი ქარხნით, რომელიც ააგეს 1756 წელს მდინარე პოტეხეზე. 175 წლის მანძილზე დასახლებას ეწოდებოდა ბლაგოვეშჩენსკის ქარხანა. 1941 წელს დასახლებამ მიიღო რაიონული დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი და ეწოდა ბლაგოვეშჩენსკი. 1989 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია. 2005 წლიდან ბლაგოვეშჩენსკის მუნიციპალური რაიონის შემადგენლობაშია.

გეოგრაფია

ქალაქი მდებარეობს მდინარე ბელაიის (კამის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ქალაქ უფის ცენტრიდან 42 კილომეტრში. ბლაგოვეშჩენსკის საქალაქო ოლქის საზღვრიდან უფის საქალაქო ოლქის საზღვრამდე 10 კილომეტრზე ნაკლები დაშორებაა.

მოსახლეობა

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 62,8 %, თათრები — 15,5 %, ბაშკირები — 14 %, მარიელები — 4,8 %, სხვა — 2,9 %[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads