ბორის ცხოვრებოვი

From Wikipedia, the free encyclopedia

ბორის ცხოვრებოვი
Remove ads

ბორის ალექსანდრეს ძე ცხოვრებოვი (ცხურბათი) [დ. 25 აგვისტო (ან 30 ნოემბერი[1]), 1911; სოფ. მსხლები, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი] — ოსი საბჭოთა თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული (1954)[2] და სახალხო არტისტი (1972). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

სწრაფი ფაქტები ბორის ცხოვრებოვი, დაბადების სახელი ...

სცენაზეა 1931 წლიდან.[1] 1935 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1933 წლიდან კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. თანაბარი წარმატებით თამაშობდა ტრაგედიულ და კომედიურ როლებს. მის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: ჩერმენი (გ. ფლითის „ჩერმენი“), ტატე (ვ. სანაყოევის „ტატე ჯიოევი“), ლოპესი (ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ილიკო (დ. ჯიოთის „ილიკო ფუხათი“), ჯემალა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ბათა (მ. კაიროვის „ბათას შვილები“), გიორგი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), დომინგო (ფ. შილერის „დონ კარლოსი“), კასიო (უ. შექსპირის „ოტელო“), პუპა (ე. ბრიტაევის „ორი და“), ისაკი (ნ. გაგლოევის „ისაკ ხარებოვი“), პავლინი, ბარონი (მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“ და „ფსკერზე“), ონისე (მ. მრევლიშვილის „ზვავი“), საფრანგეთის მეფე (შექსპირის „მეფე ლირი“), პრეზიდენტი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვ.[2]

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads