გიორგი ყარყარაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი (გია) ყარყარაშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1966, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, თადარიგის გენერალ-მაიორი. იყო საბჭოთა კავშირის არმიის კაპიტანი ( 1987 -1989), საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი (1992 - 1993), აფხაზეთის ჯარების სარდალი (1993), საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1993 - 1994).
Remove ads
ბიოგრაფია
1987 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში (1992-1993). 1994-1995 წლებში იყო რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი. 1995 წელს, მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაინვალიდდა. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი 1999, 2008. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი საინიციატივო ჯგუფი. 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“. ამჟამად არის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი „საქართველოს ლეგიონის“ თავმჯდომარე.[1] ავტორია წიგნების „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“ (2009) და „სამშობლოს ამარა“ (2025).
Remove ads
წიგნები
2009 წელს გამოიცა გიორგი ყარყარაშვილის წიგნი „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“, რომელშიც ავტორმა სამხედრო და პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.
2025 წელს გიორგი ყარყარაშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი ავტობიოგრაფიული, მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოების ორტომეულის პირველი წიგნი „სამშობლოს ამარა“, რომელიც მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის დაშლაზე, საქართველოს ეროვნულ მოძრაობაზე, სამოქალაქო ომზე, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებზე, მათ შორის, 1992 წელს გაგრის დაცემაზე. გიორგი ყარყარაშვილი მკითხველს უნიკალურ რეტროსპექტივასსთავაზობს, როგორც იმდროინდელი სამხედრო-პოლიტიკური პროცესების უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა.
ნაწარმოები გამოირჩევა ემოციური თხრობით, დეტალური ანალიზითა და პირადი გამოცდილების საფუძველზე, ფაქტებზე დაყრდნობით მოყოლილი ამბების სიმძაფრით. ავტორი განიხილავს არა მხოლოდ სამხედრო საკითხებს, არამედ იმ სოციალურ და პოლიტიკურ ფონსაც, რომელიც ამ კონფლიქტების საფუძველი იყო.
მეორე ტომში, რომლის გამოშვებაც 2026 წელს იგეგმება, მიმოხილულია აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდი და 2000-იანი წლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები.
Remove ads
ლიტერატურა
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 133-134, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი ყარყარაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ყარყარაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads