ვისენტე ბლასკო იბანესი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ვისენტე ბლასკო იბანესი (ესპ. Vicente Blasco Ibáñez; დ. 29 იანვარი, 1867 – გ. 28 იანვარი, 1928) იყო ესპანელი რეალისტი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
Remove ads
ბიოგრაფია
იბანესი დაიბადა ვალენსიაში, ღარიბი კომერსანტის ოჯახში. საშუალო სასწავლების დამთავრების შემდეგ მშობლების სურვილით იძულებული იყო დაემთავრებინა იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ უარი განაცხადა ვექილის კარიერაზე. იბანესი არაერთხელ განდევნეს, მრავალჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ვალენსიიდან დეპუტატად არჩევის შემდეგ გაათავისუფლეს. იბანესი თანდათან დარწმუნდა პარლამენტური ბრძოლის უნაყოფობაში, 1909 წელს უარი თქვა დეპუტატობაზე, დატოვა ესპანეთი და ამერიკაში გაემგზავრა. მაგრამ მერე კვლავ დაბრუნდა ესპანეთში და განაგძო ოთხი წლით მიტოვებული ლიტერატურული საქმიანობა.
ოქტომბრის რევოლუციას იბანესი აღტაცებული შეხვდა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე რუსეთის დიდი მეგობარი იყო.
შემოქმედება
მრავალმხრივია XIX საუკუნის ამ დიდი რეალისტი მწერლის შემოქმედება. მან რომანტიკული ტრადიციებით დაიწყო და თანდათან მივიდა კრიტიკული რეალიზმის აღიარებამდე. ადრე წერდა ისტორიული ხასიათის რომანებს. 1894-1902 წლებში გამოვიდა მთელი სერია რომანებისა და მოთხრობებისა ვალენსიელთა ყოფა-ცხოვრებაზე. ბლასკო იბანესმა შთამომავლობას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შევიდა.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads