ლა-რიოხის მუნიციპალიტეტები

From Wikipedia, the free encyclopedia

ლა-რიოხის მუნიციპალიტეტები
Remove ads
Remove ads

ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია ლა-რიოხა (ესპ. La Rioja) შედგება 174 მუნიციპალიტეტისაგან. ლა-რიოხამ ავტონომიური გაერთიანების სტატუსი მიიღო 1978 წლის კონსტიტუციის თანახმად.[1] ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[2][3]

Thumb
ლა-რიოხის მდებარეობა ესპანეთის რუკაზე

ლა-რიოხის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 12 კომარკაში: ლოგრონიო (32 მუნიციპალიტეტი), არო (26), ნახერა (25), ანგიანო (17), სანტო-დომინიგო-დე-ლა-კალსადა (16), არნედო (13), კამერო-ნუევო (13), კამერო-ვიეხო (12), სერვერა (7), ესკარაი (5), კალაორა (5) და ალფარო (3).

ლა-რიოხის ავტონომიური გაერთიანების ფართობია 5045 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 319 914 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია ლოგრონიო, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ალფარო (194,12 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ბრინიასი (2,44 კმ²)[5].

Remove ads

მუნიციპალიტეტების სია

მეტი ინფორმაცია სახელწოდება, ფოტო ...
Remove ads

რუკა

ლა-რიოხის მუნიციპალიტეტები
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads