ნობელის პრემია ლიტერატურაში
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში — ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც, ალფრედ ნობელის აზრით, შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომებსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის განმავლობაში განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდენციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება, როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გააკეთა.
ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.
Remove ads
მიმოხილვა
ალფრედ ნობელმა თავის ანდეძში გაითვალისწინა, რომ მისი ფული უნდა გამოყენებულიყო პრიზების სერიების შესაქმნელად მათთვის, ვისაც მიენიჭებოდა ტიტული „უდიდესი სარგებლობა კაცობრიობისთვის“ ფიზიკის, ქიმიის, მშვიდობის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ლიტერატურის დარგებში. თუმცა ნობელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე ანდერძი დაწერა, ბოლო მათგანი დაიწერა მის გარდაცვალებამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე და მას ხელი მოეწერა შვედურ-ნორვეგიულ კლუბში, პარიზში, 1895 წლის 27 ნოემბერს. ნობელმა თავისი მთლიანი ქონების 94% (31 მილიონი შვედური კრონი/198 მილიონი ამერიკული დოლარი/176 მილიონი ევრო) გაიღო, რომ დაეარსებინა და მუდმივი შემოსავლით უზრუნველეყო ხუთი ნობელის პრიზი. ანდერძის გარშემო არსებობდა უნდობლური დამოკიდებულება და ეს მხოლოდ 1897 წლის 26 აპრილამდე გაგრძელდა, რადგან მისი მართებულობა სტორთინგმა (ნორვეგიული პარლამენტი) დაამტკიცა. ანდერძის შემსრულებლები იყვნენ რაგნარ სოლმანი და რუდოლფ ლილეჟისტი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ნობელის ფონდი, რომ ეზრუნათ ნობელის ბედსა და მისი პრიზების ორგანიზებაზე.
ნობელის კომიტეტის წევრები მშვიდობის პრიზით დაჯილდოებიდან მალევე დაინიშნენ ნობელის კომიტეტის წევრებად, მას შემდეგ, რაც ანდერძი დამტკიცდა. პრიზებით დაჯილდოების ორგანიზაციებს მოჰყვა: კაროლინსკის ინსტიტუტი დაარქივებული 2020-06-14 საიტზე Wayback Machine. 7 ივნისს, შვედეთის აკადემია 9 ივნისს, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია 11 ივნისს. შემდეგ ნობელის ფონდმა მიაღწია შეთანხმებას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ნობელის პრემიის მინიჭება. 1900 წელს ნობელის ფონდმა შექმნა წესდება, რომელიც მეფე ოსკარ II-მ გამოაცხადა. ნობელის ანდერძის თანახმად, პრიზი ლიტერატურაში განსაზღვრული უნდა ყოფილიყო „აკადემია სტოკჰოლმში“-ს მიერ, რომელიც ნობელის ფონდის წესდებით იყო შვედეთის აკადემია.
Remove ads
ნომინაციის პროცედურა

ყოველწლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების მოღვაწეები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილი არიან წარადგინონ კანდიდატები. მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავის წარდგენა.
ყოველ წელს ათასობით განაცხადი მიიღება. მაგალითად, 2011 წელს 220 წინადადება იქნა დაბრუნებული. განაცხადი უნდა იყოს მიღებული აკადემიის მისამართზე 1 თებერვლამდე, რის შემდეგაც ის უნდა განიხილოს ნობელის აკადემიამ. ამის შემდეგ აკადემია ამცირებს მიღებულ სიას 20 კანდიდატამდე. მაისში კომიტეტი წარადგენს მოკლე სიას 5 შერჩეული კანდიდატისა. შემდეგი 4 თვე კი ეთმობა ამ ხუთი კანდიდატის ნამუშევრების კითხვასა და განხილვას. ოქტომბერში აკადემიის წევრები ირჩევენ კანდიდატს, რომელიც მიიღებს ნახევარზე მეტ ხმებს. ამის შედეგად ის იღებს ნობელის პრემიის ლაურეატის წოდებას. ვერავინ მიიღებს პრიზს ისე, თუ სულ მცირე ორჯერ მაინც არ არის ნობელის სიაში წარდგენილი. ასე, ბევრი ავტორი უბრუნდება სიას და განიხილება წლების განმავლობაში.
აკადემია ფლობს 13 ენას, მაგრამ, როდესაც კანდიდატის ნამუშევარი არის უცხო ენაზე, იწვევენ ექსპერტებს, რათა ნაწარმოები სრულფასოვნად იქნეს განხილული. პროცესის სხვა ელემენტები სხვა დარგის ნობელის პრემიის მსგავსია. კომიტეტი შედგება 18 წევრისაგან, რომლებიც არჩეული არიან მთელი ცხოვრების ვადით. 2018 წლამდე ტექნიკურად არ იყო დაშვებული, რომ მათ დაეტოვებინათ პოსტი. 2018 წლის 2 მაისს მეფე კარლ XVI გუსტავმა შეძლო შეცვლა წესებისა, რომელთა თანახმადაც, წევრებს შეეძლოთ უარის განცხადება და კომიტეტის დატოვება სასურველ დროს. ახალ წესებში ის წესიც შევიდა, რომ წევრი, რომელიც სულ მცირე 2 წლის განმავლობაში არააქტიური იყო, ავტომატურად დატოვებდა კომიტეტს.
ჯილდო, წესისამებრ, ცხადდება ოქტომბერში, მაგრამ ხანდახან ის გამოცხადებულა სანომინირებო წლის შემდეგაც. ამის მაგალითი იყო 2018 წლის დაჯილდოება.
პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ დაახლოებით 10 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. ლაურეატი იღებს აგრეთვე ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.
Remove ads
პრიზები
ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატს შეუძლია მიიღოს ოქროს მედალი, დიპლომი ციტატით ან გარკვეული ოდენობის თანხა. თანხის ოდენობა დამოკიდებულია ნობელის ფონდის გასული წლის შემოსავალზე. თუ პრიზი ერთზე მეტ ლაურეატს გადაეცემა, თანხა ამის მიხედვით იყოფა. შესაძლებელია ის გაიყოს არათუ ნახევრად, არამედ ოთხ ნაწილადაც კი. თუკი პრიზი ორ ან მეტ ლაურეატს გადაეცემა, თანხაც მათი რაოდენობის შესაბამისად იყოფა. ნობელის პრემიის საპრიზო თანხა მერყეობს ინაუგურაციის შემდეგ, მაგრამ 2012 წლისთვის ის შეადგენდა 8 000 000 კრონას (რომელიც დაახლოებით 1,100,000 დოლარია), მანამდე კი საპრიზო თანხა შეადგენდა 10 მილიონ კრონას. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საპრიზო თანხის ოდენობა შემცირებული იყო. საწყისი ღირებულებიდან, 150,782-დან, რომელიც ჯერ კიდევ 1901 წელს იყო, იგი 1945 წლისთვის შეადგენდა 121,333-ს, მაგრამ ის გაიზარდა და დასტაბილურდა 2001 წელს (ამ დროისთვის იგი შეადგენდა 11,659,016-ს). ნობელის პრემიის ლაურეატს აგრეთვე იწვევენ ხოლმე ლექციაზე სახელწოდებით „ნობელის კვირა“, რომელიც იმართება სტოკჰოლმში. ამ მოვლენის მთავარი ლაიტმოტივი არის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და ბანკეტი 10 დეკემბერს. ნობელის პრემია მიჩნეულია მეორე ყველაზე მდიდარ სალიტერატურო პრიზად მსოფლიოში.
მედლები
ნობელის პრემიის მედლებს იქმნება მინტვერკეტის კომპანია შვედეთში, აგრეთვე ნორვეგიაში 1902 წლიდან, რომელიც მიჩნეულია ნობელის ფონდის სიმბოლოდ. თითოეულ მედალს აქვს ალფრედ ნობელის სურათი მარცხენა პროფილში (მედლის წინა მხარეს). ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ლიტერატურის დარგებში ნობელის პრემიის მედლებს აქვს იდენტური წარწერები, რომლებზედაც მოცემულია ალფრედ ნობელის სურათი და მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები (1833−1896). ნობელის პორტრეტი ჩანს აგრეთვე მშვიდობისა და ეკონომიკის დარგებში პრემიის მედლებზე, თუმცა ოდნავ განსხვავებული დიზაინით. მედლის შებრუნებული სურათი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა პრემიისთვისაა პრიზი მინიჭებული. ქიმიისა და ფიზიკის დარგებში ნობელის პრემიის მედლების უკანა მხარეებს ერთი და იგივე დიზაინი აქვს. ლიტერატურაში ნობელის პრემიის მედალი შემუშავებულია ერიკ ლინდერბეგის მიერ.
დიპლომები
ნობელის პრემიის ლაურეატები დიპლომს პირდაპირ შვედეთის მეფისგან იღებენ. თითოეული დიპლომი შემუშავებულია მხოლოდ პრიზით დაჯილდოების ინსტიტუტების მიერ იმ ლაურეატებისთვის, რომლებიც მას მიიღებენ. დიპლომი შეიცავს სურათსა და ტექსტს, რომელშიც მოცემულია ლაურეატის სახელი და გვარი და, ჩვეულებრივ, ციტირება,6 თუ რატომ მიიღო მან ეს პრიზი.
Remove ads
ლაურეატები
ნობელის პრემია გადაცემული აქვს ისეთ დამსახურებულ და აღიარებულ მწერლებს, როგორებიც არიან თომას მანი, რაბინდრანათ თაგორი, რადიარდ კიპლინგი, უოლე შოინკა, უილიამ ბატლერ იეიტსი, გაბრიელ გარსია მარკესი, ჩესლავ მილოში, სოლ ბელოუ, ალექსანდრე სოლჟენიცინი, იასუნარი კავაბატა და სხვები. ნობელის პრემია 1901 წლიდან 2019 წლამდე გადაეცა 116 ადამიანს, რომელთანაგანაც 101 კაცია, ხოლო 15 − ქალი. პრიზი 4 განსაკუთრებულ შემთხვევაში 2 ადამიანს გადაეცა, 7შემთხვევაში კი არავის გადასცემია. პრემია მოიცავდა 25 განსხვავებულ ენაზე მწერალ ავტორს. ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი იყო რადიარდ კიპლინგი, რომელიც 1907 წელს დაჯილდოებისას 41 წლის იყო. პრემია ყველაზე დიდ ასაკში გადასცეს ლაურეატს დორის ლესინგს, რომელიც მისი გადაცემისას 2007 წელს 88 წლის იყო. სიკვდილის შემდეგ გადაეცა ნობელის პრემია ერიკ აქსელ კარლფელდტს. პრემია ორჯერ უარყვეს და არ მიიღეს: ბორის პასტერნაკმა − 1958 წელს და ჟან-პოლ სარტრმა − 1964 წელს.
Remove ads
ნობელის მითითებების ინტერპრეტაციები
ალფრედ ნობელის მითითებებმა იმ პრიზისთვის, რომელიც კანდიდატს უნდა მინიჭებოდა − „უდიდესი სარგებლობა კაცობრიობისთვის“ და „იდეალური მიმართულებით“ წერა − დიდი დისკუსია გამოიწვია. პრიზის ადრეულ ისტორიაში ნობელის „იდეალი“ იკითხებოდა, როგორც „მაღალი და ხმის იდეალიზმი“. კრიტერიუმების სიმრავლე ხასიათდება მისი კონსერვატიული იდეალიზმით, ეკლესიის, სახელმწიფოს და ოჯახის წმინდა ადგილის დაცვის შედეგად პრიზები მიიღეს: ბიორნსტიერნე ბიორნოსმა, რადიარდ კიპლინგმა და პაულ ჰაიზემ. პირველი მსოფლიო ომის დროს არსებობდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რომელიც ნაწილობრივ ხსნის სკანდინავიელი მწერლებისთვის მინიჭებული ჯილდოების რაოდენობას. 1920-იან წლებში „იდეალური მიმართულება“ უფრო გულუხვად იქნა განმარტებული, როგორც „ფართო კაცთმოყვარეობა“, ხოლო მწერლები, როგორებიც არიან ანატოლ ფრანსი, ჯორჯ ბერნანდ შოუ და თომას მანი, 1930-იან წლებში დააჯილდოეს პრიზით „უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის“. ისინი განმარტეს, როგორც ყველასათვის ხელმისაწვდომი მწერლები, იმ ავტორებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: სინკლერ ლუისი და პერლ ბაკი. 1946 წლიდან განახლებულმა აკადემიამ შეცვალა აქცენტი და დაიწყო ლიტერატურული პიონერების დაჯილდოება, როგორებიც არიან ჰერმან ჰესე, ანდრე ჟიდი, ტ. ს. ელიოტი და უილიამ ფოლკნერი. ამ ეპოქიდან „უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის“-ს ინტერპრეტაციას უფრო ექსკლუზიური და კეთილშობილური გზა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. 1970-იანი წლებიდან აკადემია ხშირად ყურადღებას აქცევდა მნიშვნელოვან, მაგრამ საერთაშორისო დონეზე შეუმჩნეველ მწერლებს. მან დააჯილდოვა ისეთი მწერლები, როგორებიც არიან: ისააკ ბაშევის ზინგერი, ელიას კანეტი და იარლოსლავ სეიფერტი.
1986 წლიდან აკადემიამ ნობელის ანდერძში აღიარა საერთაშორისო მიღწევები, რამაც უარყო კანდიდატების ეროვნულობაზე რაიმე მოსაზრება. ავტორები მთელი მსოფლიოდან დაჯილდოვდნენ. ესენი იყვნენ: ნაჯიმ მაჰფუზი ეგვიპტიდან, ოქტავიო პასი მექსიკიდან, ნადინ გორდიმერი სამხრეთ აფრიკიდან, დერეკ უოლკოტი წმინდა ლუციიდან, ტონი მორისონი, სიაში პირველი აფრიკელ-ამერიკელი, კენძაბურო ოე იაპონიიდან და გაო სინძიანი, პირველი ლაურეატი, რომელიც ჩინურად წერს. 2000-იან წლებში ჯილდო ვ. ს. ნაიპულს, მარიო ვარგას ლიოსას და ჩინელ მწერალს, მო იენის მიენიჭათ, მაგრამ „პრიზი მთელი მსოფლიოსთვის“-ში პოლიტიკა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან აკადემიამ ძირითადად დაჯილდოვა ევროპელი და ინგლისურენოვანი მწერლები დასავლური ლიტერატურული ტრადიციიდან. 2015 წელს მხატვრული მწერლის იშვიათი პრემია მიენიჭა სვეტლანა ალექსიევიჩს.
Remove ads
საერთო პრიზები
ნობელის პრემია ლიტერატურაში შეიძლება ორი ადამიანისთვის საერთო იყოს. მიუხედავად ამისა, აკადემია უხალისოდ აზიარებდა პრიზებს. ძირითადად იმიტომ, რომ წარმოდგენილი იყო კომპრომისის შედეგი. საერთო პრიზით დაჯილდოვდნენ ფრედერიკ მისტრალი და ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე 1904 წელს და კარლ ადოლფ გელერუპი და ჰენრიკ პონტოპიდანი 1917 წელს. ფაქტობრივად, ორივე იზიარებდა კომპრომისის შედეგებს. აკადემია ასევე ყოყმანობდა პრიზის ორ ავტორს შორის გაყოფაზე, რათა ემართათ რისკი და პრემია ერთ ლაურეატს გადასცემოდა. საერთო პრიზები გამონაკლისია და უფრო განახლებულმა აკადემიამ საერთო პრიზებით მწერლები მხოლოდ ორ შემთხვევაში დააჯილდოვა: შმუელ აგნონი და ნელი ზაქსი 1966 წელს და ეივინდ იუნსონი და ჰარი მარტინსონი 1974 წელს.
Remove ads
კონკრეტული ნაწარმოების აღიარება
ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატები დაჯილდოებული არიან ცხოვრებისეული ნაწარმოებისთვის, მაგრამ აკადემიამ ცალკეულ შემთხვევებში გამოარჩია კონკრეტული ნამუშევარი კონკრეტული აღიარებისთვის. მაგალითად: კნუტ ჰამსუნს 1920 წელს პრემია მიენიჭა მისი მონუმენტური მოღვაწეობისთვის, „ნიადაგის ზრდისთვის", თომას მანს 1929 წელს - „პრინციპულად, მისი შესანიშნავი რომანისთვის „ბუდენბროკები“, რომელსაც სტაბილურად გაეზარდა აღიარება, როგორც თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებს“, 1932 წელს ჯონ გოლზუორთის „თავისი გამორჩეული ხელოვანის თხრობისთვის, რომელიც ყველაზე მაღალ ფორმას იღებს „ფორსაიტების საგაში“, და მიხეილ შოლოხოვს 1965 წელს „იმ მხატვრული ძალისა და მთლიანობისთვის, რომლითაც მან „წყნარი დონის“ ეპიზოდში გამოხატა ისტორიული ეტაპი რუსი ხალხის ცხოვრებაში“.
Remove ads
კრიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია ლიტერატურაში გახდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, შვედეთის აკადემიამ ჯილდოს გადაცემის გამო მნიშვნელოვანი კრიტიკა მიიღო. პრიზი „ფართოდ იქცა პოლიტიკურ-მშვიდობის პრემიად ლიტერატურულ შენიღბვაში“, რომლის მოსამართლეებიც ზიანს აყენებენ ავტორებს მათგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო. 2016 წლის მდგომარეობით, 113 მიმღებიდან 16 იყო სკანდინავიური წარმოშობის. აკადემიაში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო მიკერძოება ევროპელი და განსაკუთრებით - შვედი ავტორების მიმართ.
პრიზის მიღების კრიტერიუმების გამო ნობელის „ბუნდოვანმა“ ფორმულამ განმეორებითი დაპირისპირება გამოიწვია. თავდაპირველად შვედურ ენაში სიტყვა „idealisk“ ითარგმნებოდა, როგორც იდეალი. ნობელის კომიტეტის ინტერპრეტაცია წლების განმავლობაში მრავალფეროვანია. ბოლო წლებში ის ნიშნავს იდეალიზმის ერთგვარ სახეობას, რომელიც ადამიანს ფართო უფლებებს ანიჭებს.
Remove ads
დაპირისპირებები ნობელის პრემიის არჩევნებში
საპირისპირო ვერსია ნობელის პრემიის არჩევნების 1901 წლიდან 1912 წლამდე, კომიტეტი იმართებოდა კონსერვატივი კარლ დეივიდ ვირსენის მიერ. ლევ ტოლსტოი , მარკ ტვენი, ჰენრიკ იბსენი , ემილ ზოლა იქნენ უარყოფილნი იმ ავტორების მიერ,რომლის წიგნებსაც ნაკლებად კითხულობდნენ.
1901 წელს პირველი პრიზი მიენიჭა ფრანგ პოეტს, სიული პრიუდომის, რომელიც მძიმედ გააკრიტიკეს. ბევრს სჯეროდა, რომ ცნობილ რუს ავტორს- ტოლსტოის უნდა მიეღო პირველი ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ფილოსოფოსს რუდოლფ კრისტოფ ოიკენის არჩევა, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატად 1908 წელს ფართოდ განიხილებოდა, რომ ეს იყო ლიტერატურის ნობელის პრემიის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. ამ წლის მთავარი კანდიდატები იყვნენ პოეტი ალგერნონ სვიბერნი და სელმა ლიგერლიფი, მაგრამ კანდიდატებს შორის დაიყო აკადემია და როგორც კომპრომისი, ოიკენმა, აკადემიის წარმომადგენელმა, ნობელის ,,იდეალურ მიმართულებაზე" ინტერპრეტაცია წამოიწყო როგორც ლიტერატურულ კანდიდატად, რომლის შეთანხმებაც შესაძლებელი იყო.
სელმა ლაგერლოფის არჩევა, ნობელის პრემიის ლაურეატად 1909 წელს, გამოიწვია მძინვარე დებატები, მისი წერის და მნიშვნელობის გამო, რომელმაც შელახა ყველა დროის სალიტერატურო ეტიკეტი და იმ დროინდელი ღირსება.
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას და შემდეგ უშუალო შედეგების მიღებისას , მოხდა ნეიტრალური პოლიტიკის გატარება, სასარგებლოდ იმ მწერლებისა რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი პირველ მსოფლიო ომში. პაციფისტური ავტორი რომენ როლანი დაჯილდოვდა 1915 წელს . ომის წლების პერიოდის გარდა , სკანდივიელი მწერლები იყვნენ რჩეული მწერლები , მაგრამ მათი ჯილდოები იყო უკუგდებული იყო.
1931 წელს პრემია მიენიჭა პოეტს და შვედეთის აკადემიის ყოფილ მუდმივ მდივანს ერიკ აქსელ კარლფელდტს, რომელიც იმავე წლის დასაწყისში გარდაიცვალა. პრიზი საკამათო იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი, როდესაც ნობელის პრემია ლიტერატურაში მინიჭებული იქნა გარდაცვალების შემდგომ, არამედ იმის გამო, რომ აკადემიამ ადრე დააჯილდოვა ამავე ლიტერატურული ეპოქის ორი სხვა შვედი მწერალი, სელმა ლაგერლოფი 1909 წელს და ვერნერ ფონ ჰეიდსამი 1916 წელს.
პერლ ბაკი იყო ყველაზე კრიტიკული ლაურეატის მფლობელი ნობელის პრემიის ისტორიაში, 1938 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში „მისი მდიდარი და ჭეშმარიტი ეპიკური შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და მისი ბიოგრაფიული შედევრებისათვის“. მისი შემოდგომი ნამუშევარები ვერ ჯდებოდა პრემიის სტანდარტებში. ის პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.
1962 წელს ჯონ სტეინბეკმა მიიღო ნობელის პრემია, ეს გადაწყვეტილება ,რომ სტეინბეკისთვის გადაეცათ პრემია ერთ-ერთ შვდურ გაზეთში აღწერილია, როგორც "ყველაზე დიდი შეცდომა პრემიის ისტორია"-ში. როდესაც ნიუ იორკ ტაიმსა კითხვა დაუსვა კომიტეტს იმის თაობაზე თუ რატომ გადასცა ისეთ ავტორს წოდება,რომელიც შეუფერებელი იყო პრემიისთვის უპასუხეს,რომ მათ ჭირდებოდათ ისეთისთვის მიენიჭებიათ წოდება,რომელსაც ჯერ გავლენა არ ჰქონდა მოხდენილი თანამედროვეებზე. ხოლო,როდესაც სტეინბეკს თავად კითხეს თუ რას ფიქრობდა ჯილდოზე და ეკუთვნოდა თუ არა უპასუხა: "არა, ნამდვილად ".. არსებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო აღნიშნული წლის კნდიდანტები, აღმოჩნდა,რომ ის იყო არჩეული ყველაზე ცუდი კანდიდანტების სიიდან როგორც საუკეთესო კანდიდანტი."არ არის არცერთი ნათელი და ცხადი კანდიდანტი ნობელის პრემიისთვის, წელს კომიტეტი ძალიან ცუდ მგომარეობაში იმყოფება"
1964 წელს ჟან- პოლ სარტს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში, მაგრამ მან დაწერა მასზე უარის თქმის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ ,, იგივე არ არის თუ ჟან-პოლ სარტს მოვაწერ ხელს ან თუ ხელი მოვაწერე ჟან-პოლ სარტს, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატს. მწერალმა უარი უნდა თქვას საკუთარი თავის ინსტიტუციად გადაკეთებაზე, თუნდაც ეს მოხდეს ყველაზე საპატიო ფორმით.", მიუხედავად ამისა მას მიენიჭა პრიზი.
საბჭოთა დისიდენტი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი, 1970 წლის პრემიის ლაურეატი, არ დაესწრო ნობელის პრემიის ცერემონიას სტოკჰოლმში, იმის შიშით, რომ სსრკ ხელს შეუშლიდა შემდგომში მის დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც შვედეთის მთავრობამ უარი თქვა სოლჟენიცინის საპატიო ცერემონიაზე და მოსკოვის საელჩოს ლექციაზე, სოლჟენცინმა საერთოდ უარი თქვა ჯილდოზე. კომენტარს აკეთებს იმაზე, რომ შვედების მიერ დადგენილი პირობები იყო ,,შეურაცხყოფა თავად ნობელის პრემიაზე". სოლჟენცინმა არ მიიღო ჯილდო და საპრიზო თანხა 1974 წლის 10 დეკემბრამდე, საბჭოთა კავშირის დეპორტაციის შემდეგ.
1974 წელს გრეჰემ გრეინს, ვლადიმერ ნაბოკოვს და საულ ბულერმს სჯეროდათ, რომ სავარაუდოდ იქნებოდნენ პრემიის კანდიდატები, მაგრამ აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთის ავტორებისთვის: ევინდ ჯონსონის და ჰარი მარტინსონის ერთობლივი ჯილდოს შესახებ, თუმცა უცნობია ერთობლივი ჯილდო თავიანთი ქვეყნის გარეთ. მათ ნობელის პრემია ლიტერატურაში მიიღეს 1976 წელს. 1997 წელს იტალიელი საშემსრულებლო მხატვრის დარიო ფოსთვის დაწესებული ჯილდო ზოგი კრიტიკოსის მიერ “საკმაოდ მარტივად” იქნება მიჩნეული. ვატიკანელმა გაზეთმა L’Osservatero Romano-მ გამოხატა სიუპრიზი ფოს პრიზზე შერჩევისას და თქვა , რომ “პრიზის მიცემა ვინმეზე,რომელიც ასევე საეჭვო ნამუშევრების ავტორია არის ყველა წარმოსახვის მიღმა” [1]სალმან რუშდი და არცერ მილიერი მტკიცედ ემხრობოდნენ პრიზის მიღებას , მაგრამ მოგვიანებით , ნობელის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი იქნებოდნენ ,,ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან პოპულარულები." 2004 წლის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის არჩევანი გააპროტესტა შვედეთის აკადემიის წევრმაა კნუტ ანლუნდმა, რომელსაც 1996 წლიდან არ ჰქონდა აქტიური როლი აკადემიაში. ანლუნდმა თანამდებობა დატოვა, რადგან გაირკვა, რომ იელინეკის შერჩევამ ჯილდოს რეპუტაციას ,,გამოუსწორებელი ზიანი" მიაყენა.
2016 წელს,ბობ დილანი იყო პირველი მუსიკოსი,რომელსაც გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ჯილდომ საკმაოდ დიდი დავა გამოიწვია, იმაზე,რომ დილანის ლიტერატურული მიღწევები, არ იყო თანაბარკონკურენტული სხვებთან მიმართებაში. ბობ დილანის დაჯილდოებას, როგორც მომხრეები ისე ბევრი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მას ბევრი გამოჩენილი პირი და გამოცემა აკრიტიკებდა. მის სამხარდაჭერო გუნდში, მხოლოდ მისი მეგობრები ერთიანდებოდნენ.
2019 წელს, პეტერ ჰანდკეზე ნობელის პრემიის გადაცემასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ის მხარს უჭერდა სერბეთს, 1990 წელს იუგოსლავიის ომში. ალბანეთის საგარეო მინისტრმა ამ გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა, ხოლო კოსოვოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ " ნობელის პრემიის ამ გადაწყვეტილებამ,საშინელი ტკივილი და უზარმაზარი მსხვერპლი მოიტანა". ის გააკრიტიკა ამ ომის ბევრმა სხვადასხვა პოლიტიკოსმა და მებრძოლმა. შვედურმა აკადემიამ კი დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა: " შვედურმა აკადემიამ არა მიზანმიმართულად გადასცა პრიზი ომის კრიმინალს და უარმყოფელს დანაშაულებისა და გენოციდისა." , მათ განაცხადეს,რომ : "ჩვენ ვერაფერი ვიპოვეთ რეალური იმაში რაც იწერება, რომ თითქოს ის შეტაკების წვერი იყო სამოქალაქო საზოგადოებაში, ის იბრძოდა თანაბარი უფლებებისთვის და ყველა ადამიანში თანაბარი უფლებების პატივისცემისთვის"
Remove ads
ეროვნულობაზე დამყარებული კრიტიკა
პრიზის ევროპელ კანდიდატზე და შვედებზე ფოკუსირება ნაწილობრივ იყო კრიტიკის საგანი, შვედური გაზეთებიდანაც კი. ლაურეატების უმრავლესობა ევროპელი იყო. შვედებმა (8 ნობელის პრემია) თავად მთელი აზიის (7 ნობელის პრემია) კონტინენტზე მეტი მიიღეს, როგორც ლათინურ ამერიკასთან მიმართებით (7 ნობელის პრემია, თუ გავითვალისწინებთ დერეკ უოლკოტსაც). 2009 წელს, Horace Engdahl, რომელიც იყო აკადემიის იმდროინდელი მდივანი, გამოაცხადა: „ევროპა ჯერ კიდევ ცენტრია ლიტერატურისა“. მანვე განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ იზოლირებულია, ისინი არ იღებენ საკმარის მონაწილეობას დიდ ლიტერატურულ დიალოგებში“. 2009 წელს, როდესაც Horace Engdahl-ი პეტერ ენგლუნდმა ჩაანაცვლა, მან უარყო აზრი (არსებობენ ავტორები,რომლებიც იმსახურებენ და აქვთ პოტენციალი, მიიღონ ნობელის პრემია, და მათ შორის იგულისხმებიან მერიკელები) და უარყო ამ პრემიის ევროცენტრული განწყობა. მან განაცხადა: „მე ვფიქრობ, ეს პრობლემაა, ჩვენ მივისწრაფვით ლიტერატურისკენ,რომელიც ევტოპაშია შექმნილი და რომელიც ევროპულ ტრადიციებში ჯდება“. ამერიკული კრიტიკა ცნობილია, როგორც გამოძახილი თავიანთი ქვეყნიდან. ამის ნათელი მაგალითია ფილიპ როთი, თომას პიჩონი, კორმაკ მაკ-კართი და სხვები. 2009 წლის ლაურეატმა ჰერტა მიულერმა, რომელიც უწინ გერმანიის ფარგლების გარეთ ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ ბევრჯერ იქნა დასახელებული ფავორიტად ნობელის პრემიის ისტორიაში, შეცვალა შვედეთის აკადემიის აზრი და ხედვა, რომელიც იყო ტენდენციური და ევროცენტრული. 2010 წელს პრიზი გადაეცა მარიო ვარგას ლიოსას , პერუს მკვიდრს, რაც ერთ-ერთი საუკეთესოდ განხილული გადაწყვეტილება იყო. 2011 წელს, როდესაც პრემია შვედ პოეტს ტომას ტრანსტრიომერს გადასცეს, იმდროინდელმა შვედეთის აკადამიამ განაცხადა, რომ ამ პრიზის გადაცემა არ იყო დამყარებული პოლიტიკაზე, ცნების აღწერით „literature for dummies“. მომდევნო ორი ჯილდო კი გადაეცათ შემდგომ არა ევროპელებს, კერძოდ, ჩინელ ავტორდ მო იენსა და კანადელ მწერალ ელის მანროს . ფრანგი ავტორის, პატრიკ მოდიანოს 2014 წლის გამარჯვებამ განაახლა კითხვები ევროცენტრიზმთან დაკავშირებით.
Remove ads
ლიტერატურული მიღწევების გამოტოვება
ლიტერატურაში ნობელის პრემიის ისტორიაში ბევრი ლიტერატურული მიღწევა დარჩა შეუმჩნეველი. ლიტერატურის ისტორიკოსმა კელ ესპარკმა აღიარა, რომ „რაც შეეხება ადრეულ პრიზებს, ცუდი არჩევანისა და უხეშად გამოტოვების გაკიცხვა ხშირად გამართლებულია. უნდა დაჯილდოებულიყვნენ: ტოლსტოი, იბსენი და ჰენრი ჯეიმზი, ნაცვლად სიული პრიუდომისა, იოკენისა და ჰაიზესა“. არსებობს უარყოფითი მხარეები, რომლებიც ნობელის კომიტეტის კონტროლს სცილდება, მაგალითად, ავტორის ადრეული გარდაცვალება.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სკანდინავიელი დაჯილდოვდა, ორი ყველაზე ცნობილი მწერალი, ნორვეგიელი დრამატურგი ჰენრიკ იბსენი და შვედი ავტორი ავგუსტ სტრინდბერგი, კომიტეტმა არაერთხელ გამოტოვა. მაგრამ სტრინდბერგი ფლობს ცალკეულ განსხვავებებს, რომ მიენიჭა ანტინობელის პრემია, რომელსაც მიენიჭა პოპულარული აღიარება, და ეროვნული ხელმოწერა, რომელიც მას 1912 წელს წარუდგინა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ჯალმა ბრინინგმა.
პოლ ვალერი თორმეტჯერ იყო ნომინირებული 1930-1945 წლებში, მაგრამ ის გარდაიცვალა მაშინ, როცა აკადემია აპირებდა მისთვის პრიზის გადაცემას 1945 წელს.
ჯეიმზ ჯოისმა დაწერა წიგნები, რომლებიც პირველ და მესამე ადგილებზეა თანამედროვე ბიბლიოთეკის 100 საუკეთესო რომანში, მაგრამ ჯოისი არასოდეს ყოფილა ნომინირებული პრიზზე, თუმცა ჯოისს უდავოდ მიენიჭებოდა პრიზი, 1940-იანი წლების ბოლოს რომ ეცხოვრა, მაშინ, როცა აკადემიამ დაიწყო ლიტერატურული პიონერების დაჯილდოება.
არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი რამდენჯერმე იყო ნომინირებული პრემიაზე, მაგრამ, როგორც ბორხესის ბიოგრაფი ედვინ უილიამსიონი აცხადებს, სავარაუდოდ, აკადემიამ მას ეს პრიზი არ მიანიჭა არგენტინისა და ჩილეს მემარჯვენე სამხედრო დიქტატორების მხარდაჭერის გამო.
გრაჰამ გრინი პრიზზე ნომინირებული იყო ოცჯერ, 1950-1966 წლებში. ეს იყო ცნობილი კანდიდატი, რომელსაც პრიზი 1960-იან წლებში მიენიჭა. აკადემია მისთვის პრიზის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.
შვედეთის აკადემიის არქივის თანახმად, რომელიც გაზეთ Le Monde-მ შეისწავლა 2008 წელს მათი გახსნის შესახებ, ფრანგი რომანისტი და ინტელიგენტი ანდრე მალროქსი სერიოზულად განიხილებოდა 1950-იან წლებში. მალროქსი კონკურენციას უწევდა ალბერ კამიუს, მაგრამ რამდენჯერმე იქნა უარყოფილი, თუმცა კამიუს მიენიჭა პრიზი 1957 წელს.
ვ. ჰ. აუდენი ლიტერატურაში ნობელის პრემიაზე ათჯერ იყო წარდგენილი 1960-იან წლებში და რამდენჯერმე იყო პრიზის საბოლოო კანდიდატებს შორის. 1967 წელს აუდენი გრეჰემ გრინსა და პრიზით დაჯილდოებულ გვატემალელ ავტორ მიგელ ანგენ არტურიასთან ერთად ერთ-ერთი საბოლოო კანდიდატი იყო.
Remove ads
მსგავსი საერთაშორისო პრიზები
ლიტერატურაში ნობელის პრემია არ არის ერთადერთი ლიტერატურული პრემია, რომლის მიღების უფლება ყველა ეროვნების მწერალს აქვს. სხვა ღირსშესანიშნავ საერთაშორისო ლიტერატურულ პრიზებს მიეკუთვნება Neustadt International Prize for Literature, ფრანც კაფკას პრემია, საერთაშორისო წიგნის პრემია და 1960-იან წლებში Formentor Prix International. სხვა პრიზებისგან განსხვავებით, Neustadt International Prize for Literature ორჯერ იქნა მინიჭებული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- "All Nobel Laureates in Literature" დაარქივებული 2002-11-13 საიტზე Wayback Machine. – Index page on the official site of the Nobel Foundation.
- "The Nobel Prize Award Ceremonies" – Official hyperlinked webpage of the Nobel Foundation.
- "The Nobel Prize Medal for Literature" – Official webpage of the Nobel Foundation.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads