ნოვოჩერკასკი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნოვოჩერკასკი (რუს. Новочеркасск) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში.[2] განლაგებულია მაღალ ბორცვზე, მდინარეების ტუზლოვისა და აქსაის მარჯვენა ნაპირებზე. რკინიგზის სადგური. 1944–63 წლებში ნოვოჩერკასკი იყო ნოვოჩერკასკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 169 ათ. ადამიანი (2018 წ.). ქალაქის ფართობი უდრის 128 კმ²-ს. მოქცეულია ზომიერ-კონტინენტურ კლიმატურ ზონაში. ზამთარი, როგორც წესი რბილია. ყველაზე ცივი პერიოდია იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი. ზაფხული ცხელია.[2]
ქალაქი დაარსდა 1805 წელს, მას შემდეგ რაც დონის კაზაკების ცენტრი ჩერკასკიდან აქ გადმოიტანეს. 1942 წლის 24 ივლისიდან 1943 წლის 13 თებერვლამდე ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ. როსტოვის ოლქის დიდი სამრეწველო ცენტრია. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ელექტროენერგეტიკა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა და სხვა. ბევრია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ქალაქშია მუზეუმი, თეატრი, კინო და სხვა. 1864 წელს ნოვოჩერკასკთან აღმოაჩინეს განძი (I–II სს.).[2]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- (რუსული) ქალაქ ნოვოჩერკასკის ოფიციალური საიტი
- (რუსული) ქალაქ ნოვოჩერკასკის შესახებ დაარქივებული 2019-04-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads