სექსი დიდ ქალაქში (ფილმი)

From Wikipedia, the free encyclopedia

სექსი დიდ ქალაქში (ფილმი)
Remove ads

სექსი დიდ ქალაქში (ინგლ. Sex and the City) — 2008 წლის რომანტიკული კომედიური ფილმი. იგი არის ამავე სახელწოდების სატელევიზიო სერიალის გაგრძელება, რომელიც, თავის მხრივ დაფუძნებულია კენდეს ბუშნელის ამავე სახელწოდების 1997 წლის რომანზე. „სექსი დიდ ქალაქში“ რეჟისორ მაიკლ პატრიკ კინგის სადებიუტო ფილმია,[2] მონაწილეობენ სარა ჯესიკა პარკერი, კიმ კეტროლი, კრისტინ დეივისი, სინთია ნიქსონი,კრის ნოთი, ჯენიფერ ჰადსონი, კენდის ბერგენი.

სწრაფი ფაქტები „სექსი დიდ ქალაქში“, რეჟისორი ...

ფილმში, ისევე როგორც სერიალში, ნაჩვენებია ოთხი მეგობრის, კერი ბრედშოუს, სამანტა ჯონსის, შარლოტ იორკისა და მირანდა ჰობსის ცხოვრება.

მსოფლიო პრემიერა შედგა ლესტერის მოედანზე, ლონდონში 2008 წლის 15 მაისს,[3] დიდ ბრიტანეთში 2008 წლის 28 მაისს, აშშ-ში იმავე წლის 30 მაისს. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად; ბიუჯეტმა შეადგინა 65 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალი — 415.2 მილიონი.[4]

2010 წელს გამოვიდა ფილმის პირდაპირი გაგრძელება „სექსი დიდ ქალაქში 2“. 2016 წელს დაანონსდა ფილმის მესამე ნაწილის გადაღება, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა.[5]

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads