ტერნტეიბლიზმი

From Wikipedia, the free encyclopedia

ტერნტეიბლიზმი
Remove ads

ტერნტეიბლიზმი (ინგ. Turntablism) — ჰიპ-ჰოპის სუბჟანრი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გრამფირფიტის მანილუპირებაზე. ადამიანი, რომელიც ტერნტეიბლიზმით არის დაკავებული,ტერნტეიბლისტია. ტერმინი 1994 წელს მოიგონა DJ Supreme-მა, განსასხვავებლად იმ კატეგორიის დიჯეებისა, რომლებიც მხოლოდ ჩანაწერს აჟღერებენ თავდაპირველი ფორმით, მათგან, ვინც სინამდვილეში ჩანაწერის ხმის მანიპულაციას ახდენს. ტერმინს შემდგომში პოპულარიზაცია გაუკეთა DJ Babu-მ[1], რომელიც საკუთარ მიქსებს ხელს ამგვარად აწერდა „მიქსირებულია ბაბუ - ტერნტეიბლისტის მიერ“ (mixed by Babu the Turntablist).

Thumb
DJ Jazzy Jeff, აგრეთვე ცნობილი როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გრამფირფიტის მანიპულირებით, ინგლისი, 2005.

ტერნტეიბლისტი დიჯეები იყენებენ ტერნტეიბლ (ინგლ. გადააბრუნე მაგიდა) ტექნიკას, როგორიცაა „ფხაჭვნა“ ან რიტმის არევა ორიგინალური მუსიკალური ნამუშევრების კომპოზიციაში. ტერნტეიბლიზმი ფოკუსს ახდენს უფრო ტერნტეიბლ ტექნიკაზე, ვიდრე თავად მიქსირებაზე, რეპსა თუ ვოკალურ შედეგზე. ზოგიერთი ტერნტეიბლისტი ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც ნამდვილმა მუსიკოსმა[2], რომელსაც შეუძლია სხვა შემსრულებლებთან იმპროვიზებული ინტერაქცია.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads