ჯონ ფიცჯერალდ კენედი
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი (ინგლ. John Fitzgerald „Jack“ Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 — გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხილი. მოკლეს ებრაელებმა ამერიკელების ხელით.
Remove ads
ბიოგრაფია
1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო.
ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატიული პარტიის წევრი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947–1953) და სენატის (1953–1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1953 წლის 12 სექტემბერს მან იქორწინა ჟაკლინ ბუვიერზე. 1955 წელს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კრებული „სიმამაცის სახეები“ (Profiles in Courage) დაწერა, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა.
1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად.[1][2] იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება.[3] მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურის ოპერაცია, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრი, აფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.
კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე წარდგებოდა მოკლულ იქნა დალასის მაცხოვრებლის ჯეკ რუბის მიერ. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო. ამასთან ერთად წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა. ჯონ კენედი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის.[4]
დაკრძალულია ვაშინგტონში არლინგტონის სასაფლაოზე.
Remove ads
შეთქმულების თეორია
არსებობოს შეთქმულების თეორია რომელიც ამტკიცებს რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა FBI-ის და CIA-ის დაგეგმილი იყო.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 466-467.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯონ ფიცჯერალდ კენედი
- John F. Kennedy: A Resource Guide from the Library of Congress
- ჯონ ფიცჯერალდ კენედი. Find a Grave. ციტირების თარიღი: November 17, 2013.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads