აბაშა (მდინარე)
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
აბაშა[1], აბაშისწყალი — მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ². იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მ). აბაშა საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ჩამონადენი შედარებით თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში.
ტერმინს „აბაშა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბაშა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები აბაშა, სხვა სახელი ...
აბაშა | |
---|---|
მდინარე აბაშა სოფელ გაჭედილის მიდამოებში | |
სხვა სახელი | აბაშისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
ქალაქები | მარტვილი |
სათავე | 42°32′42″ ჩ. გ. 42°30′14″ ა. გ. |
შესართავი |
ტეხური 42°12′16″ ჩ. გ. 42°05′05″ ა. გ. |
სიგრძე | 66 კმ |
აუზის ფართობი | 370 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
აბაშა ვიკისაწყობში |
დახურვა