აბდულა გიული
From Wikipedia, the free encyclopedia
აბდულა გიული (თურქ.:Abdullah Cumhur Gül), (დ.29 ოქტომბერი, 1950) — თურქეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან. 2002–2003 წლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი. 2003–2007 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე. თურქეთის ევროინტეგრაციის მომხრე.
აბდულა გიული თურქ. Abdullah Gül | |
აბდულა გიული 2011 წელს | |
თურქეთის მე-11 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 აგვისტო 2007 – 28 აგვისტო 2014 | |
პრემიერ-მინისტრი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
წინამორბედი | აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი |
მემკვიდრე | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
დაბადებული | 29 ოქტომბერი, 1950 (1950-10-29) (73 წლის) კაისერი თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
მეუღლე | ჰაირუნისა ოზიურთი |
შვილები | აჰმეთ მუნირი ქუბრა მეჰმეთ ემრე |
განათლება | სტამბოლის უნივერსიტეტი ექსეტერის უნივერსიტეტი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში ეკონომიკას, სტაჟირება გაიარა ლონდონსა და ეგზეტერში. 1983–1991 წლებში მუშაობდა ისლამური განვითარების ბანკში. 1991 წლიდან ასწავლიდა საერთაშორისო მენეჯმენტს, თურქეთის პარლამენტის დეპუტატი გახდა ისლამისტური პარტიის (Refah Partisi) წარმომადგენლობით. 1991-95 წლებში პარლამენტის საბიუჯეტო და დაგეგმვის კომიტეტის წევრი იყო. 1995 წელს ხელმეორედ აირჩა დეპუტატად, 2001 წლამდე იყო საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 1996-97 წლებში სახელმწიფო მინისტრია, მთავრობის პრეს-მდივანი. მას შემდეგ რაც ისლამისტური პარტია აიკრძალა 1999 წელს, არჩეულ იქნა პარლამენტში "კეთილისმქმნელთა პარტიის" (Fazilet Partisi) სიით.