აბუ-დაბი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბუ-დაბი, აბუ-ზაბი (არაბ. أبو ظبي — ირმის მამა)[1] — არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი და მოსახლეობის მხრივ ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი. აბუ-დაბის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს T-ს ფორმის კუნძულზე, რომელიც სპარსეთის ყურეში, ცენტრალურ დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. საკუთრივ ქალაქის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 621 000 ადამიანს შეადგენს.[2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
აბუ-დაბი أبو ظبي | |||
| |||
ქვეყანა | არაბთა გაერთიანებული საამიროები | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 24°28′00″ ჩ. გ. 54°22′00″ ა. გ. | ||
შეიხი | ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაიანი | ||
ფართობი | 67 340 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 14 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 621 000 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 9 221,9 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სატელეფონო კოდი | 00971 | ||
ოფიციალური საიტი | abudhabi.ae | ||
დაარსდა 1761 წელს. მნიშვნელოვან ქალაქად იქცა 1958 წელს ნავთობის აღმოჩენის შემდეგ. აბუ-დაბიში განთავსებულია მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ფედერალური მთავრობა, ასევე წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ცენტრსა და ემირის ოჯახის განსათავსებელ ქალაქს, რომლის წარმომადგენელიცაა ქვეყნის პრეზიდენტი. აბუ-დაბი ზრდასთან ერთად კოსმოპოლიტურ მეტროპოლისად იქცა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ასევე მოსახლეობის საშუალო შემოსავლების შედარებით მაღალმა დონემ აბუ-დაბი მსხვილ და სასურველ მეტროპოლისად გარდაქმნა. დღესიათვის ქალაქი ქვეყნის პოლიტიკური და სამრეწველო საქმიანობების ცენტრი, ასევე მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრია, რის გამოც იგი დედაქალაქის პოზიციას ფლობს. 2008 წელს, აბუ-დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთლიანი მშპ-ის 56,7%-ს აწარმოებდა.[3]
აბუ-დაბიში ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუციები, მრავალი კომპანიისა და მულტინაციონალური კორპორაციების სათავო ოფისები. აბუ-დაბი, როგორც ნავთობის ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ეკონომიკის დივრესიფიცირება ფინანსურ სექტორსა და ტურიზმში ინვესტირების გზით.