From Wikipedia, the free encyclopedia
აბუ ომარ ალ-შიშანი (არაბ. أبو عمر الشيشاني), ნამდვილი სახელი თარხან ბათირაშვილი — ჯიჰადისტი საქართველოდან და ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის (არაბ. جيش المهاجرين والأنصار; ინგლ. Jaish al-Muhajireen wal-Ansar) ლიდერი, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა[1][2].
დაიბადა 1986 წელს[3] პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.
2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ აბუ ომარ ალ-შიშანი „შავ სიაში“ შეიყვანა[4]. თარხან ბათირაშვილი გარდაიცვალა 2016 წლის 14 მარტს, ის ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა[5].
ბათირაშვილს ორი ცოლი ჰყავს სირიაში. პირველი ცოლი მოვლადი უდუგოვის დისშვილია. მეორე ცოლი არის სედა დუდურკაევა - ჩეჩნეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის ყოფილი უფროსის, ასუ დუდურკაევის ქალიშვილი. პირველი მეუღლის ქალიშვილს სოფია ჰქვია[6].
2013 წლის 28 სექტემბერს ზოგიერთმა ქურთულმა წყარომ გაავრცელა ხმა მისი და კიდევ 15 თანამებრძოლის დაღუპვის შესახებ, რაც სიცრუე აღმოჩნდა.[7]
2014 წლის ნოემბერში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა Instagram-ში გამოაქვეყნა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-შიშანი ლიკვიდირებული იქნა. [8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.