From Wikipedia, the free encyclopedia
აგრა (ჰინ. आगरा; ურდუ آ گرہ) — ქალაქი ინდოეთში, მდინარე იამუნას ნაპირებზე, უტარ-პრადეშის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 363 კმ-ით დასავლეთით და ქვეყნის დედაქალაქ დელიდან 200 კმ-ით სამხრეთით. ერთ დროს წარმოადგენდა ინდოსტანის დედაქალაქს. 1 686 976 მოსახლით (2010 წ), ის უტარ-პრადეშის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და ქვეყნის სიდიდით მე-19 ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[2] ჩამდინარე წყლების 80 % მდინარე იამუნაში ჩაედინება და აგრა ინდოეთის მე-20 ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.[3]
ქალაქი | |
---|---|
აგრა ჰინ. आगरा | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 27°10′48″ ჩ. გ. 78°01′12″ ა. გ. |
ფართობი | 188.40 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 171±1 მეტრი |
მოსახლეობა | 1 585 705 (1 იანვარი, 2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 562 |
საფოსტო ინდექსი | 282001 |
საავტომობილო კოდი | UP-80 |
ოფიციალური საიტი | http://agra.nic.in |
ქალაქი მოხსენიებულია ეპიკურ პოემა მაჰაბჰარატაში, აგრევანას სახელით, რაც „ტყის საზღვარს“ ნიშნავს.[4] ლეგენდა მის დაარსებას სიკვარ-რაჯპუტის მეფეს — რაჯა ბადალ სინგჰს მიაწერს (დაახლ. 1475), რომლის ციხესიმაგრე ბადალგარჰიც ამჟამინდელი ციხესიმაგრის სიახლოვეს მდგარა. თუმცა, XI საუკუნის სპარსი პოეტი მასუდ სად სალმანი აღწერს სასტიკ იერიშს აგრას ციხეზე, რომელიც სულთანმა მაჰმუდ გაზნევმა აიღო.[5] 1506 წელს, სულთანმა სიკანდარ ლოდიმ თავის დედაქალაქი პირველად გადაიტანა დელიდან აგრაში. 1517 წელს იგი გარდაიცვალა და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ტახტი მის ძეს, იბრაჰიმ ლოდის ეკავა, რომელიც 1526 წელს პანიპატის ბრძოლაში დამარცხდა.[6] 1526–1658 წლებში ქალაქი მოგოლი იმპერატორების დედაქალაქია. სწორედ ამ პერიოდიდან შემორჩა აგრას მოგოლთა არქიტექტურული ნიმუშები და ამჟამად მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულებია თაჯ-მაჰალი, აგრას ციხე და ფატეჰპურ-სიკრი — სამივე მათგანი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.