From Wikipedia, the free encyclopedia
ადრიან მარი ლეჟანდრი (ფრანგ. Adrien-Marie Legendre; დ. 18 სექტემბერი, 1752, პარიზი — გ. 10 იანვარი, 1833, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783). ლეჟანდრმა დააფუძნა და განავითარა გეოდეზიის გაზომვათა თეორია. მან პირველმა აღმოაჩინა (1805–1806) და გაიყენა გამოთვლებში უმცირეს კვადრატთა მეთოდი. მათემატიკური ანალიზის დარგში შეოიტანა ე. წ. ლეჟანდრის მრავალწევრები, ლეჟანდრის გარდაქმნა და გამოიკვლია I და II გვარის ეილერის ინტეგრალები. ლეჟანდრმა დაამტკიცა ელიფსური ინტეგრალების დაყვანადობა კანონიკერ ფორმებამდე; აღმოაჩინა, რომ შეიძლებოდა მათი გაშლა მწკრივებად, შეადგინა მათი მნიშვნელობების ცხრილები. ლეჟანდრმა სრულად და თანამიმდევრულად გადმოსცა რიცხვთა თეორია. ვარიაციათა აღრიცხვაში დაადგინა ექსტრემუმის არსებობის პირობა. შეადგინა გეომეტრიის ცნობილი სახელმძღვანელო, რომელშიც ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა პოსტულატი პარალელური წრფეების შესახებ.
ადრიან მარი ლეჟანდრი | |
---|---|
ფრანგ. Adrien-Marie Legendre | |
| |
დაბ. თარიღი | 18 სექტემბერი, 1752[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | პარიზი[7] |
გარდ. თარიღი | 9 იანვარი, 1833[8] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[7] [8] |
დასაფლავებულია | Auteuil Cemetery |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მათემატიკოსი[9] , უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[10] |
მუშაობის ადგილი | პოლიტექნიკური სკოლა, პარიზის სამხედრო სკოლა[11] , პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და გრძედების ბიურო |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი და ოთხი ერის კოლეჯი[11] |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სამეფო საზოგადოების წევრი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[2] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და 72 names on the Eiffel Tower[12] |
ხელმოწერა | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.