მრავალმნიშვნელოვანი From Wikipedia, the free encyclopedia
ალ-ფუჯაირა (არაბ. الفجيرة ) — არაბთა გაერთიანებულ საემიროების ფუჯაირას საამიროს დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს ომანის ყურის სანაპიროზე (ინდოეთის ოკეანის ნაწილი). ფუჯაირა არის ერთადერთი საამირო აღმოსავლეთ სანაპიროზე. ფუჯაირას ეკუთვნის დიბა და მასაფი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ალ-ფუჯაირა الفجيرة | |||||
| |||||
ქვეყანა | არაბთა გაერთიანებული საამიროები | ||||
რეგიონი | ალ-ფუჯაირას საამირო | ||||
კოორდინატები | 25°07′20″ ჩ. გ. 56°20′04″ ა. გ. | ||||
შეიხი | შეიხი ჰამად მუჰამედ ალ შარკი | ||||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||||
მოსახლეობა | 97,226[1] კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.fujairahtourism.ae/ | ||||
ქალაქი მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხეა არაბთა გაერთიანებული საამიროებში.
2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 97 226 ადამიანი, რომელიც მთელი საემიროს მოსახლეობის 43%-ია (საემიროს მთლიანი მოსახლეობა 225 360 კაცი). [1]
ფუჯაირა არის ფუჯაირას საამიროს მთავარი ბიზნეს და კომერციული ცენტრი, მაღალი საოფისე შენობებით (მაგ., Fujairah Tower ) აქ ჰამად ბინ აბდულას გზა მდებარეობს, რომელიც ქალაქისკენ მიმავალი მთავარი გზაა. [2] ქალაქი ძალიან მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ამით საემიროებს საშუალება აქვს სპარსეთის ყურით სარგებლობის გარეშე გავიდეს ინდოეთის ოკეანეზე. სპარსეთის ყურით სარგებლობა თავის მხრივ ჰორმუზის სრუტით სარგებლობასაც ითვალისწინებს. ქალაქის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ბევრი ცილინდრული ავზია ნავთობის შესანახად.
ფუჯაირას თავისუფალი ზონა მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით. [3] კრეატიული ქალაქი არის მედია თავისუფალი ზონა, შეიხ ხალიფას გზატკეცილზე დასავლეთით.
არსებობს მრავალი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის დიდი ქალაქ ფუჯაირას სავაჭრო ცენტრი (City Center Fujairah), რომელიც 2012 წელს გაიხსნა. [2] სხვა სავაჭრო ცენტრებია Fujairah Mall (გაიხსნა 2016 წელს), LuLu Mall (გაიხსნა 2014 წელს) და Century Mall . [3] ბაზრებიდან აღსანიშნავია ცენტრალური ბაზარი და თევზისა და ბოსტნეულის ბაზარი.
ფუჯაირას უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ფუჯეირაში.
მნიშვნელოვან სკოლებს შორისაა:
რესტავრირებული ფუჯეირას ციხე და ახლომდებარე ფუჯეირას მუზეუმი მდებარეობს ქალაქ ფუჯეირაში. ფუჯეირას მემკვიდრეობის სოფელი, მადაბის წყაროს პარკის მახლობლად მდებარეობს და საამიროს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მთავარი მეჩეთი არის დიდი შეიხ ზაიედის მეჩეთი, რომელიც სიდიდით მეორეა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ღირსშესანიშნაობაა. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანს. რომელიც ქალაქის ცენტრში მრავალი ადგილისგან ჩანს.[4] მასში დაახლოებით 28,000 თაყვანისმცემელი შეიძლება განთავსდეს.
ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა მისი ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს ცენტრიდან მხოლოდ 2 კილომეტრში. ეს არის აგურის კონსტრუქცია, რომელიც აშენდა დაახლოებით 1670 წელს და მთლიანად განახლდა 2000 წელს. იგი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა ოთახებისა და კოშკებისგან
ზღვის პირას, ალ კორნიჩეს გზაზე მდებარეობს „ფუჯაირას კორიდა“ და „ფუჯაირას საერთაშორისო ზღვაოსანთა კლუბი“.[3] არსებობს ასევე ხარების შეჯიბრებები (კორიდა) პარასკევ საღამოობით. ჩრდილოეთით ალ დასელის გზის მიმდებარედ მდებარეობს ფუჯაირას პლაჟი.
უმსხვილესი სასტუმროების უმეტესობა ჰამად ბინ აბდულას გზაზე და ალ კორნიჩეს გზაზე მდებარეობს. [3]
შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ჩქაროსნული მაგისტრალი (შემოკლებით: შეიხ ხალიფას მაგისტრალი ), ორმაგი სავალი გზაა, რომელიც აკავშირებს ფუჯაირას ქალაქის დუბაისთაბ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სხვა მნიშვნელოვან ქალაქებთან. [3] ესმოიცავს ჰამად ბინ აბდულას გზასაც, რომელიც ქალაქის გავლით გრძელდება სანაპირომდე. [5]
საამიროს მთავარი აეროპორტი, ფუჯაირას საერთაშორისო აეროპორტი, მდებარეობს ფუჯეირას სამხრეთით. ამჟამად ის მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისტვის გამოიყენება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.