From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუმას ყურე, კაკლისყურე, ალაზნის ჭალა — ბუნების ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 165 მ სიმაღლეზე.[1] შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს მდინარე ალაზანში შეჭრილ, ნახევარკუნძულის ფორმის მქონე ყურეს, რომლის ყელის სიგანე 30–40 მ არ აღემატება,[2] ხოლო ფართობი 201 ჰა-ია.[3] სადღეისოდ სრულყოფილად მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება „კაკლის ყურეც“ აქედან უნდა მომდინარეობდეს.[2] ჯუმას ყურე ბუნების ძეგლია.[1]
ჯუმას ყურე | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი) | |
მდებარეობა | კახეთის მხარე |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | დედოფლისწყარო |
ფართობი | 201 ჰა |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.