From Wikipedia, the free encyclopedia
ალენ-ფურნიე (ფრანგ. Alain-Fournier; ფსევდონიმი; ნამდ. სახელი ანრი ფურნიე; დ. 3 ოქტომბერი, 1886 — გ. 22 სექტემბერი, 1914) — ფრანგი მწერალი და ჯარისკაცი. ავტორია ერთადერთი რომანისა „დიდი მოლნი“ (Le Grand Meaulnes, 1913 წელი), რომლის საფუძველზე გადაღებულია ორი კინოფილმი, ხოლო თვით ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული.
ალენ-ფურნიე | |
---|---|
ფრანგ. Alain-Fournier | |
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1886[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ლა-შაპელ-დ'ანჟიონი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 22 სექტემბერი, 1914[1] [9] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (27 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Les Éparges[1] ან Saint-Remy-la-Calonne |
დასაფლავებულია | national necropolis of Saint-Remy-la-Calonne და Saint-Remy-la-Calonne[10] |
საქმიანობა | მწერალი[1] და რომანისტი[1] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[1] [11] |
ალმა-მატერი | ლუი დიდის ლიცეუმი, ლაკანალის ლიცეუმი[1] და Lycée Voltaire |
ჟანრი | რომანი |
Magnum opus | დიდი მოლნი[1] |
ჯილდოები | დაიღუპნენ საფრანგეთისთვის და Prix Jules Davaine |
დაიბადა 1886 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ ლა-შაპელ-დ'ანჟიონში. სახელი გაითქვა რომანის წყალობით, რომელშიც ლირიკული მანერით აღწერილი აქვს ბავშვობის წლების, სკოლის, თამაშების და ყმაწვილკაცობის ფიქრების მოგონებები. რომანში შერწყმულია დინამიური სიუჟეტი და რომანტიკული ინტრიგა ფრანგული პროვინციული ცხოვრების რეალისტური აღწერით.
რომანის გამოცემის შემდეგ ალენ-ფურნიე შეძლებული პოლიტიკოს კლოდ კაზიმირ-პერიეს მდივნად მოეწყო,[12] რომელთან ერთადაც მუშაობდა წიგნზე „ბრესტი, ტრანსატლანტიკური პორტი“ (ფრანგ. Brest, port transatlantique). მწერალი ფრონტზე დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წლის 22 სექტემბერს, სან-რემის ტყეში ვერდენთან, მარნთან პირველი ბრძოლისას.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.