From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდერ ფლემინგი (დ. 6 აგვისტო, 1881, ლოკფილდი — გ. 11 მარტი, 1955, ლონდონი) — შოტლანდიელი მიკრობიოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოებისა (1943) და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის (1946) წევრი. 1948-1955 წლებში ლონდონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის პროფესორი. 1951-1954 წლებში ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორი. ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება იმუნოლოგიის, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ქიმიოთერაპიის საკითხებს, ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური ნივთიერებების შესწავლას. აღმოაჩინა ლიზოციმი (1922) და პენიცილინი (1929). ნობელის პრემიის ლაურეატი (1945, ჰაუარდ ფლორისთან და ერნსტ ჩეინთან ერთად).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.