რუსი გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კრუბერი (რუს. Крубер, Александр Александрович; დ. 22 აგვისტო [ძვ. სტ. 10 აგვისტო], 1871, — გ. 15 დეკემბერი, 1941, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი. პროფესორი. რუსეთის და საერთოდ საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებელი.
ალექსანდრე კრუბერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 (22) აგვისტო, 1871 |
დაბ. ადგილი | Istra |
გარდ. თარიღი | 15 დეკემბერი, 1941 (70 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი[1] და გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
ალექსანდრე კრუბერი დაიბადა ვოსკრესენსკში (ახლანდელი ისტრა, მოსკოვის ოლქი). 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე. 1923-1927 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1927 წლიდან აღარ მუშაობდა მძიმე ავადმყოფობის გამო. კარსტის ერთ-ერთი ცნობილი რუსი მკვლევარია. 1897 წლიდან სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის, ყირიმის, კავკასიის კარსტულ რაიონებს. მონაწილეობდა გეოგრაფიული სახელმძღვანელოებისა და ქრესტომათიების შედგენაში.
კრუბერის სახელობისაა ქედი კუნძულ იტურუპზე (კურილის კუნძულები), კარსტული უფსკრულები ყირიმის მთებსა და კავკასიონზე (კრუბერის გამოქვაბული).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.