ამაზასპ II
From Wikipedia, the free encyclopedia
ამაზასპ II, ამზასპ II — ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის 40-იან წწ-ში. მას ქართული წყაროების გარდა იხსენიებს შაბურ I-ის (242–272 წწ.) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდი წარწერა, როგორც მეფეს, რომელმაც ძალაუფლება მიიღო შაბურის დროს; ე. ი. ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაზასპი. |
ამაზასპ II | |
---|---|
ამზასპ II | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
182–186[1] 191–200[2] 164–182[3] 185–189[4] |
წინამორბედი: | ფარსმან III |
მემკვიდრე: | რევ I მართალი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | ფარსმან III |
წარწერის მიხედვით ამაზასპი იყო არა იარაღით დამორჩილებული მმართველი, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე. ამაზასპის ირანულ ორიენტაციაზე საუბრობს ლეონტი მროველიც, რომლის მიხედვით ამაზასპმა „შეიყვარა სპარსელები“. ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. ქართლის ცხოვრებაში ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შეჭრილ ალანებთან მისი ბრძოლის ამბავი.[5]
ამაზასპი დაუპირისპირდა ფარსმან III-ის გაძლიერებულ დიდებულებს და მათი ალაგმვა მოინდომა. ამაზასპს განუდგნენ კლარჯეთის, ოძრხის, ეგრისის, წუნდის და სხვა ერისთავები. ამაზასპი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოსული სპარსელების ლაშქრით შეებრძოლა რომაელებს, სომხებს და განდგომილ ერისთავებს და ბრძოლაში დაიღუპა. მის ნაცვლად გამეფდა რევ I მართალი, რომელიც სერგი გორგაძის აზრით იყო არშაკუნიანების დინასტიის წარმომადგენელი.