From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრე მარი ამპერი (ფრანგ. André-Marie Ampère; დ. 20 იანვარი, 1775 — გ. 10 ივნისი, 1836) — ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი. იყო სამეფო საზოგადოების წევრი. ელექტროენერგიის საზომი ერთეული ამპერი მის პატივსაცემად დაერქვა.
ანდრე მარი ამპერი | |
---|---|
ფრანგ. André-Marie Ampère | |
დაბ. თარიღი | 20 იანვარი, 1775[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბ. ადგილი | ლიონი[16] [15] |
გარდ. თარიღი | 10 ივნისი, 1836[17] [18] [4] [5] [19] [7] [8] [9] [20] [10] [21] [11] [13] [14] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | მარსელი[17] [4] |
დასაფლავებულია | მონმარტრის სასაფლაო[7] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[22] |
საქმიანობა | ფიზიკოსი[17] [4] , მათემატიკოსი[17] [4] , ინჟინერი, ფილოსოფოსი[4] , ქიმიკოსი და გამომგონებელი |
მუშაობის ადგილი | პოლიტექნიკური სკოლა[4] და საფრანგეთის კოლეჯი[23] |
ალმა-მატერი | პოლიტექნიკური სკოლა |
განთქმული მოსწავლეები | Jean Baptiste Firmin Demonferrand |
მეუღლე | Julie Carron[4] |
დედა | Jeanne Antoinette Desarcey |
შვილ(ებ)ი | ჟან-ჟაკ ამპერი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[24] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[25] და 72 names on the Eiffel Tower[26] |
ხელმოწერა | |
ამპერს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჩატარებული მათემატიკაში, მექანიკასა და ფიზიკაში. მისი ძირითადი ფიზიკური ნაშრომები შესრულებულია ელექტროდინამიკის სფეროში. 1820 წელს მან დაადგინა მაგნიტურ ისარზე მაგნიტური ველის მოქმედების მიმართულების განსაზღვრის წესი, რომელიც დღეს ამპერის კანონის სახელითაა ცნობილი; ჩაატარა მრავალი ცდა მაგნიტსა და ელექტრულ დენს შორის ურთიერთქმედების გამოსაკვლევად; ამ მიზნებისთვის მან შექმნა მრავალი ხელსაწყო; ამპერმა აღმოაჩინა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს დენის მოძრავ გამტარებზე. იმავე წელს მან აღმოაჩინა ურთიერთქმედება ელექტრულ დენებს შორის, მოახდინა ამ მოვლენის ფორმულირება (ამპერის კანონი), განავრცო მაგნეტიზმის თეორია, შემოგვთავაზა ელექტრომაგნიტური პროცესების გამოყენება სიგნალთა გადაცემისთვის.
1822 წელს ამპერმა აღმოაჩინა სოლენოიდის (დენიანი კოჭას) მაგნიტური ეფექტი, საიდანაც მომდინარეობდა სოლენოიდის ეკვივალენტობის იდეა მუდმივი მაგნიტისთვის. აგრეთვე მან შემოგვთავაზა მაგნიტური ველის გაძლიერების იდეა რკინის ფულარის მეშვეობით, რომელიც მოთავსებული იქნებოდა სოლენოიდის შიგნით. ამპერმა თავისი იდეები გადმოსცა ნაშრომებში „ელექტროდინამიკური დაკვირვებების კრებული“ (ფრანგ. „Recueil d’observations electrodynamiques“, პარიზი, 1822), „ელექტროდინამიკური მოვლენების თეორიის მოკლე კურსი“ (ფრანგ. „Precis de la theorie des phenomenes electrodynamiques“, პარიზი, 1824), „ელექტროდინამიკური მოვლენების თეორია“ (ფრანგ. „Theorie des phenomenes electrodynamiques“). 1826 წელს მან დაამტკიცა მაგნიტური ველის ცირკულაციის თეორემა. 1829 წელს ამპერმა გამოიგონა ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა კომუტატორი და ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი.
მექანიკაში მას ეკუთვნის ტერმინ „კინემატიკის“ ფორმულირება.
1830 წელს მეცნიერულ მიმოსვლაში შემოიღო ტერმინი „კიბერნეტიკა“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.