ანდრეი კისკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრეი კისკა (დ. 2 თებერვალი, 1963) — სლოვაკი ფილანტროპი, მეწარმე და 2014 წლის სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სლოვაკეთის ახალი პრეზიდენტი[3][4][5].
სწრაფი ფაქტები ამჟამინდელი თანამდებობა, დაიკავა ...
ანდრეი კისკა სლოვაკ. Andrej Kiska | |
ანდრეი კისკა | |
სლოვაკეთის მე-4 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 ივნისი 2014 |
პრემიერ-მინისტრი | რობერტ ფიცო |
წინამორბედი | ივან გაშპაროვიჩი |
დაბადებული | 2 თებერვალი, 1963 (1963-02-02) (61 წლის) პოპრადი, ჩეხოსლოვაკია (ამჟამად სლოვაკეთი) |
მოქალაქეობა | სლოვაკეთი |
ეროვნება | სლოვაკი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
მეუღლე | მარტინა კისკოვა |
შვილები | • ანდრეი კისკა (უმც.) • ნატალია კისკოვა • ვერონიკა კისკოვა • ვიქტორი კისკა |
განათლება | სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
პროფესია | ინჟინერ-ელექტრიკოსი |
რელიგია | რომაული კათოლიციზმი[1][2] |
საიტი | ოფიციალური ვებ-საიტი |
დახურვა
2014 წლის სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კისკამ თავისი თავი დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2014 წლის 15 მარტს ჩატარდა და რომელშიც 14 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, კისკა 24 %-ით მეორე ადგილზე გავიდა, პარტია „კურსი — სოციალ-დემოკრატია“-ს ლიდერის რობერტ ფიცო შემდეგ, რომელმაც ხმათა 28,2 % მიიღო. იმის გამო, რომ კანდიდატთაგან ვერცერთმა ვერ აიღო 50 %-ზე მეტი 29 მარტისთვის დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური[6][7]. მეორე ტურში კისკამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამომრჩეველთა ხმების 59,4%-ის მოპოვებით[8][9].