From Wikipedia, the free encyclopedia
ანრი ბარბიუსი (ფრანგ. Henri Barbusse; დ. 17 მაისი, 1873 — გ. 30 აგვისტო, 1935) — ფრანგი ნოველისტი და საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
ანრი ბარბიუსი | |
---|---|
ფრანგ. Henri Barbusse | |
დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1873[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | ანიერ-სიურ-სენი, საფრანგეთი[13] |
გარდაცვალების თარიღი | 30 აგვისტო, 1935[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[14] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[15] და Grave of Henri Barbusse |
საქმიანობა | მწერალი[11] , ჟურნალისტი, სცენარისტი, ბიოგრაფი, რომანისტი, პოლიტიკოსი, მხატვარი, პოეტი[11] და ისტორიკოსი[11] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[16] |
Magnum opus | ცეცხლში |
ჯილდოები | გონკურის პრემია, კონკურ ჟენერალ და საბრძოლო ჯვარი 1914–1918 |
მეუღლე | Hélyonne Mendès |
ხელმოწერა | |
ანრი ბარბიუსი დაიბადა 1873 წლის 17 მაისს ანიერ-სიურ-სენში, საფრანგეთი. სორბონის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1895 წელს გამოსცა პესიმიზმით აღსავსე ლექსების კრებული „მოტირალნი“. 1908 წელს გამოცემულმა რომანმა „ჯოჯოხეთი“ დიდი ინტერესი გამოიწვია ორიგინალური კომპოზიციითა და ძლიერი რიტმით. რომანის მთელი მოქმედება სასტუმროს ოთახშე ხდება და ნატურალისტური დეტალებით არის გადატვირთული. ამ რომანით უკვე ჩანს, რომ ბარბიუსი დეკადენტულ გავლენას იცილებს და რეალიზმის პოზიციებზე დგება, რაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ნოველათა მომდევნო კრებულში „ჩვენ“.
1914-18 წლის ომმა ძირფესვიანად გარდაქმნა ბარბიუსის მსოფლმხედველობა. მწერალი ომში მონაწილეობდა და პირადი გამოცდილება დაუდო საფუძვლად ცნობილ რომანს „ცეცხლი“, რომელმაც სანგრებში წერდა და ფრანგულ გაზეთებში აქვეყნებდა. ამ რომანმა 1916 წელს გონკურის პრემია დაიმსახურა.
ომის შემდეგ ბარბიუსი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და ჩამოაყალიბა საერთაშორისო ჯგუფი „სინათლე“. 1919 წელს გამოაქვეყნა წიგნები: „სინათლე“ და „ვინც იყო, იქნება“. ბარბიუსი აღფრთოვანებით შეხვდა ოქტომბრის რევოლუციას და მიუძრვნა მას სტატია — „სხივი უფსკრულში“. ბარბიუსი ავტორია მრავალრიცხოვანი პუბლიცისტიკური, პოლიტიკური და პამფლეტური ხასიათის წერილებისა, როგორიცაა „ჯალათები“, „მებრძოლის სიტყვა“ და სხვა.
ბარბიუსი რამდენიმეჯერ იყო სსრკ-ში. დაწერილი აქვს წიგნები: „აი, რა გაკეთდა საქართველოში“, „რუსეთი“, „დანით კბილებში“, „სტალინი“ და სხვა. იგი ავტორია წერილებისა ფრანგულ ლიტერატურაზე. მასვე ეკუთვნის მონოგრაფია ემილ ზოლას შესახებ.
ბარბიუსი გარდაიცვალა 1935 წლის 30 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში, რუსეთი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.