From Wikipedia, the free encyclopedia
არაბულ-ბიზანტიური ომები — მთელი რიგი ომები არაბებსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის. დაიწყო VII საუკუნეში და გაგრძელდა XI საუკუნის შუა რიცხვებამდე, სანამ არაბთა სახალიფო საბოლოოდ არ დაკნინდა.
არაბულ-ბიზანტიური ომები | |||
---|---|---|---|
მუსლიმთა დაპყრობების ნაწილი | |||
ბერძნული ცეცხლის გამოყენება საზღვაო ბრძოლაში | |||
თარიღი | 634-1050 | ||
მდებარეობა | ლევანტი, სირია, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა, ანატოლია, კრეტა, სიცილია, სამხრეთ იტალია | ||
შედეგი | არაბების ნაწილობრივი გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ბიზანტიამ დაკარგა ყველა აფრიკული და ახლო აღმოსავლეთის პროვინცია. ჩრდილოეთ ლევანტი მოგვიანებით დაბრუნებული იქნა. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
არაბულ-ბიზანტიური ომები ვიკისაწყობში |
არაბები ბიზანტიის ტერიტორიაზე პირველად 630-იან წლებში გამოჩნდნენ და მალევე დაიკავეს მისი უმდიდრესი პროვინციები — სირია და ეგვიპტე. მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ომაიანები შეიჭრნენ მცირე აზიაში და ორჯერ შემოარტყეს ალყა კონსტანტინოპოლს. ამავდროულად დაიპყრეს ბიზანტიის აფრიკული პროვინციების უმრავლესობა. სიტუაცია დასტაბილურდა კონსტანტინოპოლის მეორე ალყის შემდეგ, როდესაც არაბები მარცხმა გარკვეული ხნით შეაყოვნა. აბასიდების მმართველობის დროს სიტუაცია უფრო გამოსწორდა — დაიდო რამდენიმე ზავი, იყო ბევრი ელჩობა, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველწლიურად ხდებოდა თარეში და კონტრშეტევები ერთმანეთის მიმართულებით.
ომის პირველ საუკუნეებში ბიზანტიელები მუდმივად თავს იცავდნენ. ისინი როგორც წესი, მუდმივად უკან იხევდნენ და ციხე-სიმაგრეებსა და ქალაქებში მაგრდებოდნენ. მხოლოდ 740 წლის შემდეგ დაიწყეს კონტრშეტევებზე გადასვლა, მაგრამ არაბებმა მოახერხეს მათი შეჩერება მცირე აზიაში. 861 წლიდან — ბიზანტიის სათავეში მაკედონელთა დინასტიის მოსვლიდან დაიწყო კონტრშეტევების დიდი ტალღა, თანაც ამ დროს სახალიფო დაშლილი და შემცირებული. 920-976 წლებში ბიზანტიელებმა საბოლოოდ მოახერხეს მათი წინააღმდეგობის გარღვევა და აღადგინეს კონტროლი ჩრდილოეთ სირიასა და სომხეთში. ამ საუკუნეებში გაიმართა ბევრი საზღვაო ბრძოლა არაბებსა და ბიზანტიელებს შორის.
ამ ომის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში არაბებმა დაიპყრეს ბიზანტიელთა კუთვნილი უამრავი კუნძული. მათ შორის აღსანიშნავია სიცილია, კრეტა და როდოსი. ამ ორ უკანასკნელზე ბიზანტიელებმა მოახერხეს კონტროლის აღდგენა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.