არაგვის საერისთავო
From Wikipedia, the free encyclopedia
არაგვის საერისთავო — ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული 1335-1743 წლებში, რომელსაც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროებით ერისთავთერისთავი). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და თერგის სათავეებში (თემები - ხევი, თრუსოს ხეობა, ხადა, გარეშემო, მრევლი, ცხავატი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალეთი და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი სოფ. მისაქციელიდან ანანურამდე). მოსახლეობა დაახლოებით 3300 კომლი (1770).
სწრაფი ფაქტები
არაგვის საერისთავო | |||||
საერისთავო | |||||
| |||||
არაგვის საერისთავო XVIII საუკუნეში | |||||
დედაქალაქი | არ არის მითითებული | ||||
ენები | ქართული | ||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ისტორიული ერა | შუა საუკუნეები | ||||
- | შეიქმნა | 1335 | |||
- | გაუქმდა | 1743 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | საქართველო | ||||
დახურვა